დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ძალიან ბევრი რეგულაცია შემოგვაქვს, რომ გავზარდოთ ჯანდაცვის სისტემაში პაციენტებზე ზრუნვის ხარისხი - ზურაბ აზარაშვილი

ძალიან ბევრი რეგულაცია შემოგვაქვს, რომ გავზარდოთ ჯანდაცვის სისტემაში პაციენტებზე ზრუნვის ხარისხი - ზურაბ აზარაშვილი

2023-08-21 20:00:48

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა  იმ ახალ სტანდარტებზე ისაუბრა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიო პრაქტიკაზე დაყრდნობით შემოიღო.

„წლის ბოლომდე ძალიან ბევრი სტანდარტი და რეგულაცია შემოგვაქვს, რომელიც განსაკუთრებით მიმართულია იმისკენ, რომ გავზარდოთ ჯანდაცვის სისტემაში პაციენტებზე ზრუნვის და მომსახურების ხარისხი. წინა წლის ბოლოს ჩვენ გადახდის სისტემა შემოვიტანეთ ახალი, რომელმაც სამართლიანი ფასწარმოქმნა, დატარიფება შემოიტანა ქვეყანაში და ახლა შემდეგი ეტაპი არის მკაცრი რეგულაციები, რომელიც პირდაპირ ეხება პაციენტების მომსახურების და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ხარისხს.

სექტემბრიდან უკვე შემოდის, სამწუხაროდ ასეთი სტანდარტი არც გვქონდა ქვეყანაში და პირველად არის შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში შემოგვაქვს რეანიმაციის სტანდარტი, სადაც მკაცრად არის განსაზღვრული რა აღჭურვილობა უნდა იყოს კლინიკაში, რომელსაც რეანიმაცია აქვს, ასევე ოთახის მოწყობის წესი, თითოეულ პაციენტსა და საწოლზე ექიმების, ექთნების და რეანიმატოლოგების რაოდენობა, რაც საერთო ჯამში დაეხმარება იმას, რომ რეანიმაციული მომსახურება ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდეს.

ზუსტად იგივე მიზნით არის შექმნილი ქირურგიის სტანდარტი, რომელიც ასევე სექტემბრიდან შემოდის. 1 სექტემბრამდე ამ ორივე სტანდარტზე უნდა წარმოედგინათ განაცხადები კლინიკებს, თუ ისინი აკმაყოფილებენ და შემდეგ უკვე რეგულირების სააგენტო ადგილზე შეამოწმებს და დაადასტურებს რეანიმაციის და ქირურგიის იმ სტანდარტების შესაბამისობას, რომელიც სექტემბრიდან შემოვიდა.

ასევე მნიშვნელოვანი იყო ქიმიოთერაპიის კუთხით სტანდარტის არსებობა, რადგან გვინდა მაქსიმალურად იყოს ონკოლოგიურ პაციენტებზე ორიენტირებული ეს პროგრამა. 150 ლარზე მეტს ვხარჯავთ ონკოლოგიის მიმართულებით და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ყოველი ლარი სწორად მივიდეს პაციენტამდე და პაციენტი კმაყოფილი იყოს მომსახურებით ამ ნაწილში.

სწორედ ამის გამო იქნა შემუშავებული ეს სტანდარტი, რომელიც რეალურად დატოვებს ყველა იმ სწორად, ამ სტანდარტის მიხედვით შერჩეულ კლინიკებს, რომელიც ორიენტირებულები იქნებიან ასეთი პაციენტების ხარისხიან მომსახურებაზე. მეოთხე სტანდარტი, რომელიც წლის ბოლომდე შემოდის, ბარიატრიის სტანდარტია. მოგეხსენებათ, ხშირად გვესმის, რომ ბარიარტრიული ოპერაციები ქვეყანაში სხვადასხვა ადამიანს უკეთდება და შესაბამისი წესი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტანდარტების მიხედვით დავნერგეთ“, - განაცხადა მინისტრმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები