დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ძალიან კარგად ჩანაცვლდა რუსული საწვავი ევროპულით, წლის ბოლომდე ნავთობპროდუქტებზე ფასები სტაბილური იქნება - სოსო ფხაკაძე

ძალიან კარგად ჩანაცვლდა რუსული საწვავი ევროპულით, წლის ბოლომდე ნავთობპროდუქტებზე ფასები სტაბილური იქნება - სოსო ფხაკაძე

2024-03-25 12:58:00

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ბენზინის ექსპორტის შეჩერებას საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე არც დეფიციტის და არც ფასების კუთხით გავლენა არ ექნება.

„რა გავლენას იქონიებს ბენზინის ექსპორტის შეზღუდვა რუსეთიდან? არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება, რამეთუ უკანასკნელ პერიოდში ძალიან კარგად ჩანაცვლდა რუსული პროდუქტი ევროპულით და აქ არანაირი შეფერხება არ არსებობს, არც რაოდენობასთან და არც ფასებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, წლის ბოლომდე ფასები სტაბილური იქნება. ამას მიუთითებს როგორც ნავთობის ისე ნავთობპროდუქტების ფასები“, - განაცხადა ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 148,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 85,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 24,6 ათასი ტონა - 14,1%; ბელარუსი - 0,7 ათასი ტონა - 0,4%; თურქმენეთი - 0,2 ათასი ტონა - 0,1%;  უკრაინა - 0,1 ათასი ტონა - 0,05%; ბულგარეთი - 0,1 ათასი ტონა - 0,05%; 

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა 1-ელი მარტიდან ბენზინის ექსპორტი 6 თვით აკრძალა. 

აკრძალვის მიზეზი რუსეთში ბენზინის მოთხოვნის დაკმაყოფილება და ფასების სტაბილიზაციაა. გარდა ამ აკრძალვისა, რუსეთმა, შესაძლოა, მოსთხოვოს ნავთობკომპანიებს, საფონდო ბირჟაზე დიზელის საწვავის გაყიდვები მთლიანი წარმოების 16%-მდე გაზარდონ, რომლის ნორმაც ამ დროისთვის 12,5%-ია.

როგორც ცნობილია, ბენზინის ექსპორტის აკრძალვა არ გავრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთზე, ასევე მონღოლეთსა და უზბეკეთზე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები