დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ერ-რიადში, ქართული კომპანიები 24 საათში შეძლებენ რეგისტრაციას - დავით ცირდავა

ერ-რიადში, ქართული კომპანიები 24 საათში შეძლებენ რეგისტრაციას - დავით ცირდავა

2023-07-10 11:00:15

Busieness Insaider Georgia-ს აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დავით ცირდავამ განუცხადა, რომ ერ-რიადში, ქართული კომპანიები 24 საათში შეძლებენ რეგისტრაციას 

„ჩვენ მოლაპარაკებები გვქონდა შესაბამის უწყებებთან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რომ ერ-რიადში 24 საათში მოხდეს ქართული კომპანიის რეგისტრაცია. შეთანხმება მიღწეულია. ეს საჭიროება იმ კუთხით დადგა, რომ საქართველოდან გარკვეული პროდუქციის ექსპორტის განხორციელებისას, ადგილზე დაუბრკოლებლად მოხდეს რეალიზაცია“,- განაცხადა დავით ცირდავამ. 

მისივე თქმით, სწორედ ამ მიზნით ბიზნესპალატამ აქტიური მუშაობა დაიწყო მსხვილ ქართულ კომპანია „საქკაბელთან“, რომელიც ცოტახნის წინ ორგანიზაციის წევრი გახდა.

„საუდის არაბეთში“ დაახლოებით 200-მდე მსხვილი პროექტი ხორციელდება, რაც ქართული კომპანიებისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს“, - ამბობს ცირდავა და დასძენს, რომ შესაძლოა, „საქკაბელის“ ნაწარმი საუდის არაბეთის ბაზარზე გავიდეს, თუმცა მეტ დეტალზე არ საუბრობს.

მისივე თქმით, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა მაქსიმალურ ძალისხმევას იჩენს, რომ ადგილობრივ კომპანიებს პარტნიორების მოძიებაში, ახალი ბაზრების იდენტიფიცირებასა და ალტერნატიულ ფინანსურ რესურსებზე წვდომაში დაეხმაროს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები