დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან ზურაბიშვილის დესტრუქციით კარგად გამოჩნდა, თუ როგორ ხედავს ის, ზოგადად, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას, როლს და მნიშვნელობას სახელმწიფოსთვის - შალვა პაპუაშვილი

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან ზურაბიშვილის დესტრუქციით კარგად გამოჩნდა, თუ როგორ ხედავს ის, ზოგადად, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას, როლს და მნიშვნელობას სახელმწიფოსთვის - შალვა პაპუაშვილი

2024-04-13 01:24:00

ქალბატონი სალომეს წარმომადგენელი იყო ცესკოს შესარჩევ კომისიაში, რომელმაც შემდგომ აღარ მიიღო მონაწილეობა კომისიის განხილვებში, რაც აჩვენებს, ზოგადად, ქალბატონი სალომეს დესტრუქციულ დამოკიდებულებას პროცედურების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ცესკოს შესარჩევ კომისიაში სალომე
ზურაბიშვილის წარმომადგენლების არ მონაწილეობით კარგად გამოჩნდა თუ რა დესტრუქციულ დამოკიდებულება აქვს, ზოგადად ზურაბიშვილს პროცედურების მიმართ.


,,რაც შეეხება, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებას, აქაც გამოჩნდა თუ როგორ ხედავს ის, ზოგადად, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას, როლს და მნიშვნელობას სახელმწიფოსთვის და ამიტომ ეს გადაწყვეტილებაც მე მგონი, ამ ფარგლებში არის. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკის რამდენიმე წევრმა საბჭო დატოვა, იმ მომენტში და იმ სახით, როგორც ეს მოხდა - ეს, რა თქმა უნდა, არ იყო სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და ამ მხრივ, გარკვეულ კითხვებს იწვევს მათი მონაწილეობა კომისიაში”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

უახლესი

3 საათის წინ

3 საათის წინ

5 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები