დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ე.წ. ოფშორების კანონი აჩენს შესაძლებლობას კაპიტალის რელოკაციის, შენარჩუნებისა და ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის - გიორგი აბაშიშვილი

ე.წ. ოფშორების კანონი აჩენს შესაძლებლობას კაპიტალის რელოკაციის, შენარჩუნებისა და ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის - გიორგი აბაშიშვილი

2024-04-26 19:35:00

ჩემთვის ყველაზე საინტერესო დაკვირვება იყო ის, რომ დღეს ბიზნეს სექტორი, ანალიტიკური სექტორი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება პრაქტიკულად ერთი მიმართულებით საუბრობდნენ და ჯამურად ყველა თანხმდებოდა ამ ინიციატივის პოზიტიურ შედეგებზე, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა „ეკონომიკური ფორუმის“ მეცამეტე დისკუსიის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომლის მთავარი თემაც „საქართველოს საინვესტიციო და საგადასახადო პოლიტიკა“ იყო.

გიორგი აბაშიშვილის თქმით, „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მნიშვნელოვანი იყო, რომ ბიზნესისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხზე გამართულიყო მსჯელობა და ასევე ბიზნეს სექტორს მიეღო ამომწურავი პასუხები.

„საუბარია საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებზე, რომელიც შეეხება ე.წ. ოფშორების კანონს. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის საკმაოდ ფართო სპექტრი იყო დღეს წარმოდგენილი, ხელისუფლების მხრიდან ფორუმში მონაწილეობდა როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირი, ფინანსთა მინისტრი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან, შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარე, რაც გვაძლევდა საშუალებას, რომ ყველა მხარის პოზიცია მოგვესმინა.

ჩვენს მიერ მცირე კვლავაც იქნა წარმოდგენილი. ფაქტია, რომ მსოფლიოში არის ტენდენცია, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, რომ მოხდეს კაპიტალის მაქსიმალურად მოზიდვა ქვეყნებში, შემდგომი ეკონომიკურო ზრდის სტიმულირებისთვის.

ვგულისხმობ, ევროკავშირის არსებულ ტენდენციასაც. შესაბამისად, საქართველოს გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლებლობას იძლევა კაპიტალის რელოკაცია მოხდეს, ასევე განხორციელდეს ამ არსებული კაპიტალის დამაგრება იმგვარად, რომ არ გავიდეს სხვა, მესამე ქვეყანაში.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ხელს უწყობს მეტ გამჭვირვალობას, უფრო სწორ საგადასახადო ადმინისტრირებას და რაც მთავარია, აჩენს შესაძლებლობას ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის. ჩემთვის ყველაზე საინტერესო დაკვირვება იყო ის, რომ დღეს ბიზნეს სექტორი, ანალიტიკური სექტორი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება პრაქტიკულად ერთი მიმართულებით საუბრობდნენ და ჯამურად ყველა თანხმდებოდა ამ ინიციატივის პოზიტიურ შედეგებზე“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

ცნობისათვის, 25 აპრილს გამართული „ეკონომიკური ფორუმის“ რიგით მეცამეტე დისკუსიის მხარდამჭერები ასვე იყვნენ კომპანია Insurance Broker GS, მეღვინეობა „ჩელთი“, კომპანია „ლინეიტი“, Coca-Cola Bottlers Georgia და ICE Engineering Group-ი.

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies.

აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები