დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა

2024-03-05 17:55:00

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკისვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე,მირზა გელაშვილი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისიდა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მისიის წევრები.

მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები დაპროექტები, რომლებიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, როგორც საჯარო, ისე კერძოსექტორში.

მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკურივითარება, 2021-2023 წლებში ეკონომიკური ზრდისა და ფისკალური კონსოლიდაციის მიმართულებით,მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და დაგეგმილი რეფორმები.

როგორც აღინიშნა, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის პარტნიორობისგანახლებული ჩარჩოს (CPF) მომზადებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის შემდგომ განვითარებას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.

უახლესი

10 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები