დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გაზის ბაზარი, ელექტროენერგეტიკის ბირჟის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ გაიხსნება - დავით ნარმანია

გაზის ბაზარი, ელექტროენერგეტიკის ბირჟის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ გაიხსნება - დავით ნარმანია

2023-10-23 14:30:04

გაზის ბაზრის გახსნა, ბაზრის კონვენციის მიხედვით, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა, ერთი წლით მოსდევს ელექტროენერგეტიკის ბაზრის გახსნის საკითხებსა და პროცედურებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განუცხადა. . 

„ამ თვალსაზრისით ძირითადი მარეგულირებელი ნორმები უკვე მიღებულია და გარკვეული კრიტიკული საკითხების დაზუსტება მიმდინარეობს, რათა ვაჭრობის პლატფორმა და სისტემა იყოს მომზადებული და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ბუნებრივი გაზის ბაზრის გახსნა. 

გაზს განსხვავებული სპეციფიკა გააჩნია ვიდრე ელექტროენერგეტიკის სექტორს, რადგან ბაზარზე მოთამაშეების რაოდენობა უფრო შეზღუდულია, ვიდრე ელექტროენერგეტიკის სექტორში და პლატფორმაც ოდნავ განსხვავებული იქნება. როგორც კი ელექტროენერგიის ბაზარი გაეშვება, ამის შემდეგ უფრო აქტიურად გაგრძელდება მუშაობა, რომ ერთი წლის შემდეგ გაიხსნას ეს ბაზარიც. 

გაზის ბირჟაზე იქნება რამდენიმე მიმწოდებელი და მომხმარებელი. ეს არიან ძირითადად გაზის მიმწოდებელი კომპანიები“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.   

ცნობილია, რომ ენერგეტიკული ბაზრის გახსნამ 2024 წლის 1-ელ ივლისამდე გადაიწია. 

როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ მედიას განმარტა, რომ შესაძლოა,  ელექტროენერგეტიკული და გაზის სექტორი ერთი ბირჟის ქვეშ იყოს.

„ამ კუთხით გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს და მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებების პროცესი, რომ ერთი ქოლგის ქვეშ იყოს ბირჟა, რაც შეამცირებს საოპერაციო ხარჯებს“, - აღნიშნა მიქაუტაძემ. 

მისივე თქმით, ამ  პლატფორმის ფარგლებში, რომელიც უკვე შეძენილი აქვს სახელმწიფოს და  ელექტროენერგეტიკის ბირჟის მუშაობა მიმდინარეობს, ამ სოფტს მიემატება გაზის პლატფორმაც, რომელიც ერთიანობაში იგივე ფუნქციას შეასრულებს, იგივე ბირჟა იქნება და არ იქნება განცალკევებული სუბიექტი, რომლის საშუალებასაც იძლევა ჩვენი ქვეყნის პატარა ბაზარი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ. .  

რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, მისი ამოქმედება ამ დრომდე 6-ჯერ გადაიდო, რის შემდეგაც ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ თანამდებობა დატოვა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

9 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები