დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გერმანიაში პირდაპირი ფრენების ფასი 295 ევროდან დაიწყება - Georgian Airways

გერმანიაში პირდაპირი ფრენების ფასი 295 ევროდან დაიწყება - Georgian Airways

2024-04-01 13:43:00

Georgian Airways-ის ცნობით, გერმანიაში, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასწრების მსურველებისთვის პირდაპირი რეისების ფასი 295 ევროდან დაიწყება.

ავიაკომპანიის ცნობით, ბილეთების გაყიდვა დღეს, 1-ელ აპრილს, 13:00 საათიდან დაიწყება. Georgian Airways-ში ამბობენ, რომ ამ რეისებზე ნაყიდი ბილეთები დაბრუნებას აღარ დაექვემდებარება.

ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:

  • თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს)
  • თბილისიდან ჰამბურგში - 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს)
  • თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს)

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს თურქეთს დორტმუნდში, 22 ივნისს ჩეხეთს ჰამბურგში, 26 ივნისს კი პორტუგალიას გელზერნკიხენში დაუპირისპირდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

17 საათის წინ

17 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები