დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
GITA-ს საგრანტო პროგრამის  „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები აჭარის რეგიონში ცნობილია

GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები აჭარის რეგიონში ცნობილია

2024-03-31 22:52:00

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის  „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები აჭარის რეგიონში გამოვლინდნენ:

 

  • Foodly - მომხმარებლებისთვის ინფორმირებულ გადაწყვეტილებაზე დაფუძნებულირეზერვაციის სისტემის შეთავაზება.
  • Best Fare Pal - ციფრული პლატფორმა აპლიკაცია, სადაც მომხმარებელს (სატრანსპორტოსაშუალების შეძენის მსურველს) საშუალება ექნება ერთი განაცხადის პრინციპით მიიღოსრამდენიმე სატრანსპორტო პროვაიდერისგან შეთავაზება და აირჩიოს საუკეთესო.
  • FormPerfect  - ტექნოლოგია უზრუნველყოფს რეალურ დროში უკუკავშირს, რაც დაეხმარებამომხმარებლებს შეინარჩუნონ სწორი ფორმა, გაზარდონ მათი ვარჯიშის ეფექტურობა დაშეამცირონ ტრავმების რისკი.
  • Starooms - სტარტაპი მიზნად ისახავს, გააციფრულოს და გაამარტივოს ეზოთერული სერვისებისმიწოდება აღმოსავლეთ ევროპისა და თურქეთის ბაზრებზე
  • რენოვოტრექ - პროექტის მიზანია გააძლიეროს დაინტერესებული მხარეების სარემონტოინდუსტრიაში შეუფერხებლად ინფორმაციის მიღება-გაცემა პლატფორმით, რომელიცუზრუნველყოფს რეალურ დროში ცნობებს, პროგრესის თვალყურის დევნებასა და შესრულებისინფორმაციას.
  • INFC - ციფრული ეკოსისტემის შექმნა, რომელიც საქართველოში არსებულ ბიზნესებსდაეხმარება არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის კომუნიკაციის გამარტივებასადა ჩართულობის გაზრდაში.

რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

 

საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს საქართველოს ყველა რეგიონიდან უკვე გამოვლინდა 41 გამარჯვებული. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ gita.gov.ge-ზე. აჭარ, გურიასა დაიმერეთში რეგისტრირებულ ფიზიკურ და

 

 

 

 

 

იურიდიულ პირებს კი 29 იანვრიდან შესაძლებლობა ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge  მეშვეობით წარედგინათ განაცხადები.

 

შერჩეულმა სტარტაპებმა გაიარეს ტრენინგები, რომელიც მოიცავდა ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“.   ტრენინგების გავლის შემდეგ, სტარტაპებმა პროექტები წარადგინეს კომისიის წინაშე, რომელიც დაკომპლექტებული იყოშესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით.  

საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

 

გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. არარეგისტრირებულმა პირმა, კონკურსის წარმატებით გავლისშემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტისრეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები