დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იანვარ-თებერვალში ექსპორტი 20.3%-ით გაიზარდა

იანვარ-თებერვალში ექსპორტი 20.3%-ით გაიზარდა

2023-03-13 11:10:17

საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 898.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.3 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 914.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 20.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 983.3 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 9.0 პროცენტით).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-თებერვალში 1 068.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 36.9 პროცენტია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

11 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები