დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა

ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა

2024-01-29 17:05:00

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

„დღეს, ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას... მე პირნათლად ვემსახურე ჩვენ ქვეყანას“, - ამის შესახებ  ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, გუნდში ბევრი წარმატებული ლიდერია და სხვასაც უნდა მიეცეს შესაძლებლობა. ამასთან ღარიბაშვილმა თანამდებობიდან წასვლის მიზეზები განმარტა. 

„ჩვენი გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი ფაქტორია შიდა დემოკრატია, რომლის მკაფიო გამოვლინებაა როტაციული პრინციპი, საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა. ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მე ორჯერ მომიწია ამ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა, ჯამში, ყველაზე მეტხანს, ხუთი წელი ვიყავი პრემიერ-მინისტრი, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციული პრინციპი

მით უმეტეს, რომ ახლა, ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ, შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გავაგრძელოთ წინსვლა სხვა უფრო დიდი მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, პოლიტსაბჭოსგან სხვა შეთავაზება მიიღო. 

„პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება 1-ელ თებერვალს. არ დაგიმალავთ, რომ პოლიტსაბჭოზე განვიხილეთ, რომ თანამდებობაზე ზაფხულამდე, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. ~

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერი მეორედ 2021 წელს გახდა. მანამდე ის მთავრობის მეთაურის თანამდებობას 2013-2015 წლებში იკავებდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები