მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის 20%-ს ვაკმაყოფილებთ, ვგეგმავთ წარმადობის გაზრდას - „წნული“

news image

სოციალური საწარმო „წნულის“ დამფუძნებელი დავით პარკაძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ ბაზრის მოთხოვნის 20%-ს აკმაყოფილებენ, თუმცა როცა ნედლეულის დეფიციტს დაძლევენ, წარმადობა ბაზრის 80%-ზე გასვლის შესაძლებლობას მისცემთ.

„წნულს“ ბაზარზე 40-მდე დასახელების პროდუქცია გამოაქვს. ესაა ტირიფის ტოტებისგან დამზადებული ავეჯი, ტაროები, კალათები, აქსესუარები და ა.შ.

„ჩვენი მომხმარებლები ძირითადად კომპანიები და ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები არიან. გვაქვს კორპორაციული შეკვეთები სასაჩუქრე ყუთებსა და სუვენირებზე. წარმოდგენილი ვართ საცალო ბაზარზეც და შეკვეთებს ონლაინ ვიღებთ. წარმადობის გაზრდის შემდეგ, ვგეგმავთ მაღაზიების გახსნას სხვადასხვა ლოკაციებზე, მათ შორის თბილისშიც“, - ამბობს დავით პარკაძე .

მისი ინფორმაციით. მიმდინარე წელს „წნულმა“ გარე ექსტერიერზეც დაიწყო მუშაობა.

„ბუდე საქანელების ახალ ვარიანტებს ვუშვებთ. დავიწყეთ წარმოება ავეჯის მიმართულებით. ჩვენი სურვილია ვაწარმოოთ  სივრცული ავეჯი რომელიც იქნება ტევადი და შესაბამისად ბაზარზე მოთხოვნადი “, - ამბობს „წნულის“ დამფუძნებელი.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, დავით პარკაძე ამბობს, რომ უცხოეთში „წნულის“ პროდუქციაზე მოთხოვნა არის, თუმცა მიწოდებას უწყვეტი საწარმოო ჯაჭვის არ არსებობის გამო ვერ ახორციელებენ. „მოთხოვნა დიდია აშშ-ში, დანიასა და გერმანიაში.  რამდენიმე ნივთიც გავუშვით“, - ამბობს მეწარმე.

სოციალური საწარმო „წნული“ 2017 წელს შეიქმნა. საწარმოს იდეის ავტორების სურვილი იყო ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის სივრცის შექმნა.

„შევიმუშავეთ ინკლუზიური გადამზადების პროგრამა, შემდეგ უკვე მივმართეთ საგრანტო კონკურსებს. პირველი მხარდამჭერი იყო საქართველოს ბანკი და ფონდი ებილესი. ჩავუშვით სატესტო პირველი პროგრამა, რომელიც 7 ბენეფიციარზე იყო გათვლილი. პროექტმა გაამართლა და სამი შემდეგ გაყიდვები დავიწყეთ. შემდეგ გავაკეთეთ საამქრო. მომხმარებლიდან ინტერესი დიდია და დღეს, წარმოების დაწყებიდან 7 წლის შემდეგ, 40-მდე დასახელების პროდუქტს ვაწარმოებთ“,- ამბობს დავით პარკაძე

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა