დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„დიო“ ექსპორტისთვის ემზადება - რა გეგმები აქვს კომპანიას 2024 წელს

„დიო“ ექსპორტისთვის ემზადება - რა გეგმები აქვს კომპანიას 2024 წელს

2024-04-04 10:00:00

 

ვამზადებთ საექსპორტო პროდუქციას, გეგმის შემუშავების პროცესში ვართ. თვის ბოლოს რამდენიმე ახალ პროდუქტს წარმოვადგენთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „დიოს“ დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა განუცხადა.

„2024 წელს ჩვენი გეგმაა, პროდუქციის ასორტიმენტი როგორც ადგილობრივ ისე საექსპორტო ბაზრებზე უკეთე წარმოვადგინოთ. ჩვენი ამოცანაა, ინფორმაცია მაქსიმალურად მივაწოდოთ მომხმარებელს, რადგან სხვა კომპანიებისგან გამოგვარჩევს პროდუქციის ასორტიმენტი და ხარისხი“, - ამბობს თამაზ დაუშვილი.

„დიოს“ სამიზნე საექსპორტო ბაზრებია სომხეთი, აზერბაიჯანი და შუა აზია. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, „დიო“ მონაწილეობას მიიღებს აპრილში დაგეგმილ სამშენებლო გამოფენაში და მომხმარებელს ახალ პროდუქტს წარუდგენს.

„ახალი პროდუქტია ზამთრის ბაღებისთვის განკუთვნილი სპეციალური ჭერის ფარდა. ეს არის ახალი სისტემაა, რასაც უახლოეს პერიოდში გავაცნობთ ჩვენს მომხმარებელს და ადგილობრივი ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. ჭერის ფარდა - უნიკალური პროდუქტია განსაკუთრებით ზამთრის ბაღებისთვის.მისი მოხერხებული დიზაინიდან გამომდინარე შესაძლებელია გამოყენება დიდი ვიტრაჟების მზისგან დასაცავად. ქსოვილი - ანტიბაქტერიული და ანტისტატიკურია. არ იცვლის ფერს და გათვლილია ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის. ფერთა ფართო არჩევანი საშუალებას გვაძლევს ჭერის ფარდა მოვარგოთ ნებისმიერი დიზაინის ინტერიერს“, - ამბობს დაუშვილი.

შპს ,,დიო’’-ს ისტორია 28 წლის წინ, 1996 წელს ნულოვანი კაპიტალით დაფუძნდა და დღემდე სფეროს ლიდერის პოზიცია უკავია ადგილობრივ ბაზარზე. ჟალუზების წარმოებით დაწყებული ბიზნესი გაიზარდა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხნამდე და შესაბამისად გაიზარდა ასორტიმენტი.

კომპანია დღესდღეობით 80-ზე მეტი დასახელების (მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრებს, ინტერიერისა და ექსტერიერის მზისგან დამცავ და საჩრდილობელ სისტემებს, ჭიშკრის ავტომატიზაციასა და ინდუსტრიულ) პროდუქტს აწარმოებს. დღეს კომპანიის მფლობელობაშია: საწარმო, შოუ რუმი, 5 ფილიალი: თბილისი (დიღომი; საბურთალო), თელავი, ქუთაისი, ბათუმი და კარგად ორგანიზებული სადილერო ქსელი, რომლითაც მთელს საქართველოში ფართოდ არის წარმოდგენილი.

,,დიო’’ უკვე რამდენიმე წელია ფლობს ქართული ხარისხის ნიშანსა და ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001 : 2008; ISO 9001 : 2015–ის სერტიფიკატებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

12 საათის წინ

13 საათის წინ

15 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები