მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7251.1
-0.0139
flag
AZN 1.6094
-0.0035
flag
CNY 39.608
-0.0166
flag
EUR 3.1677
-0.0156
flag
GBP 3.6465
-0.0115
flag
KZT 55.39
-0.0031
flag
TRY 0.0621
-0.0002
flag
USD 2.7362
-0.0057

გერმანიაში, Mundus Vini-ის მასშტაბურ კონკურსზე, „მეღვინეობა ჩელთი“ 6 ოქროს მედლით დაჯილდოვდა

news image

Business Insider Georgia-თან „მეღვინეობა ჩელთის“ კომერციული დირექტორი ანა მირიანაშვილი გერმანიაში, 34-ე საერთაშორისო ღვინის კონკურსი “Mundus Vini”-ის შედეგებს აფასებს, სადაც მეღვინეობა  6 ოქროს მედლით დაჯილდოვდა. 

  • “Mundus Vini” -ს ოქროს მფლობელი ღვინოებია:
  • “ჩელთი განსაკუთრებული მოსავალი - საფერავი 2018”
  • “ჩელთი მემკვიდრეობა - საფერავი ქვევრი 2016”
  • “ჩელთი მემკვიდრეობა - საფერავი 2015”
  • “ჩელთი მემკვიდრეობა - საფერავი 2008”
  • “ჩელთი საიუბილეო ღვინო - საფერავი 2016”
  • “ჩელთი საფერავი 2010”

მალე „ჩელთის“ ღვინოები წამოდგენლი იქნება დუსელდორფში „პროვაინის“ გამოფენაზე 10-12 მარტს. 

Business Insider Georgia-თან „მეღვინეობა ჩელთის“ კომერციული დირექტორი ამბობს, რომ ამკონკურსში გამარჯვება კომპანიას ევროპის ბაზარზე ახალი პარტნიორებისკენ გზას გაუხსნის. 

„Mundus Vini არის მნიშვნელოვანი ღვინის კონკურსი მთელ მსოფლიოში, რომელიც ყოველ წელს იმართება. არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჟიური, რომელიც ღვინის ხარისხს აფასებს. ჩელთის 6 ღვინო გახდა ოქროს მედლის მფლობელი, რაც ნიშნავს, რომ ამ ღვინოებმა აიღო 90 ქულაზე მეტი. ეს ადასტურებს ჩელთის ღვინოების ხარისხს, რაც ხელსშეგვიწყობს, რომ არა მარტო გერმანიის ბაზარზე, არამედ საერთაშორისო ბაზარზე უფრო გაყიდვადი გახდეს ჩვენი პროდუქცია და გაიზარდოს სანდოობა“, - ამბობს ანა მირიანაშვილი. 

მისი თქმით, 2024 წელი კომპანიისთვის წარმატებით დაიწყო და გაყიდვები ევროპის ბაზარზე 2023 წლის ანალოგიურ პერიოდტან შედარებით 30%-ით არის გაზრდილი. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა