მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7109.6
0.015
flag
AZN 1.5762
-0.0005
flag
CNY 38.812
0.0007
flag
EUR 3.1802
0.002
flag
GBP 3.6578
0.007
flag
KZT 54.49
0.0039
flag
TRY 0.0613
0
flag
USD 2.6799
-0.0008

„იფქლის“ საწარმოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

news image

„იფქლის“ საწარმოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს)-მ Business Insider Georgia-ს დაუდასტურა.

 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) შპს იფქლის საწარმოს, კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერა.

ერთ-ერთმა მომხმარებელმა შპს იფქლის მიერ წარმოებულ შეფუთულ თეთრ პურში უცხო სხეული აღმოაჩინა, რის შესახებაც 30 იანვარს სურსათის ეროვნულ სააგენტოს შეატყობინა.

5 თებერვალს მოქალაქემ სეს-იდან მიიღო პასუხი, რომლის თანახმადაც სეს-მა შეამოწმა შპს იფქლის კუთვნილი საწარმო (ს/კ 200179118, ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, ხარაძის ქ. N 2ა).

 

დაფიქსირდა არაკრიტიკული და კრიტიკული შეუსაბამობები.

ასევე, გამოვლინდა, რომ შპს იფქლი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ არის რეგისტრირებული სურსათის ბიზნეს ოპერატორად.

შესაბამისად, მეწარმე დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და საქმიანობის კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაციამდე.

 

ინსპექტირების დროს გამოვლენილ არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე ბიზნეს ოპერატორს მიეცა შესაბამისი მითითებები და განესაზღვრა გონივრული ვადა მათ აღმოსაფხვრელად.

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა