მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

,,კეთილი და პატიოსანი“ წელს 500 ტონამდე ხილს გადაამუშავებს

news image

,,კეთილი და  პატიოსანის“ წარმოება წელს მკვეთრად გაიზრდება. კომპანია სეზონზე 500 ტონა ხილის გადამუშავებას გეგმავს, რაც 2022  წლის მაჩვენებელს 200 ტონით აღემატება. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიის დირექტორმა გიორგი ახალაძემ Business Insider Georgia- თან ისაუბრა.

მისი თქმით, სოუსების მიმართულება ასევე მნიშვნელოვნად განვითარდება. პროდუქტი სუპერმარკეტების ქსელებში მომავალი კვირიდან გაიყიდება.

,,საკმაოდ აქტიური სეზონი გვაქვს. ამ დროისთვის 120 ტონა ატამია გადამუშავებული და კიდევ ამდენი დაემატება. პროდუქტზე მაღალი მოთხოვნაა როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ადგილობრივ ბაზარზეც. შესაბამისად,  წარმოების მასშტაბს ვზრდით. ჯამში წელს 500 ტონამდე ხილის გადამუშავებას ვაპირებთ. შარშან 300 ტონა გადავამუშავეთ, რომლის დიდი ნაწილი ექსპორტზე გავიდა. პარალელურად ვავითარებთ სოუსების ხაზს, პროდუქტს  რამდენიმე ახალი გემო დაემატება. ჩამოსხმას ვამთავრებთ და უკვე მომავალი კვირიდან  ,,პოპორელის“ სოუსებს სუპერმარკეტებში შევიტანთ “, - ამბობს გიორგი ახალაძე.

მისი ინფორმაციით, საექსპორტო ბაზრებზე ძალიან მალე დაემატება საფრანგეთი, სადაც საცდელი პარტია გაიგზავნა.

,,კეთილი და პატიოსანი“ ჯამში 15 დასახელების პროდუქციას აწარმოებს. აქედან 8 დასალევი ხილ-ბოსტნეულია, 7 - ,,პოპორელის“ სოუსები.

კეთილი და პატიოსანიგურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში კომპანიაქართული აგროპროდუქტის" საწარმოში მზადდება. საწარმოში მუდმივად 22 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონზე დამატებით 15 ადამიანს ასაქმებს. პროექტის საწყისი საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონიდოლარია.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა