დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კრედო ბანკის წმინდა მოგებამ 39.9 მილიონი შეადგინა

კრედო ბანკის წმინდა მოგებამ 39.9 მილიონი შეადგინა

06-09-2023 10:16:50

Business Insider Georgia რუბრიკა Business Intelligence & Analytics-ის ფარგლებში წარმოგიდგენთ„კრედოს“, „ტერასა“ და „პროკრედიტ ბანკის“ ფინანსურ ანალიზს.  აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების სასესხო პორტფელი ჯამურად 4.5 მილიარდ ლარს შეადგენს და მთლიანი სასესხო პორტფელის 9.3%-იანი წილი უჭირავთ. ყველაზე დიდი სასესხო პორტფელი ზემოთ ხსენებული ბანკებიდან „კრედო ბანკს    აქვს და ₾1.88 მილიარდს შეადგენს, მეორე ადგილზე „ტერა ბანკია“ ₾1.36 მილიარდი სასესხო პორტფელით, მესამე ადგილზე კი „პროკრედიტ ბანკი“ - ₾1.2 მილიარდით.

  • კრედო ბანკის სასესხო პორტფელი 15.82% გაიზარდა
  • კრედო ბანკის სასესხო პორტფელის 89% ეროვნულ ვალუტაშია ნომინირებული
  • წმინდა საპროცენტო მარჟა კრედო ბანკისთვის 6 თვის მონაცემებით 11.71%-ია
  • 2023 ორი კვარტლის გასაშუალოებული მონაცემებზე დაყრდნობით კრედო ბანკის პორტფელის საშუალო საპროცენტო განაკვეთი 23.41%-ია
  • 2023 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით კომერციული ბანკებში საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი ლარის სასესხო პორტფელზე 18.32 პროცენტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი 8.74%
  • ლარის საშუალო სასესხო პორტფელის განაკვეთი 18.32%, კრედო ბანკს ამ შემთხვევაშიც ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელზე ბევრად მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს, კერძოდ - 25.14%, ლარში გაცემული სესხებისათვის
  • 2023 წლის II კვარტლის მონაცემებით საბანკო ინდუსტრიაში ჯამურად აკუმულირებულია 624 მილიონი ლარის საკომისიო შემოსავლები, 2022 წლის შესაბამის პერიოდში კი საკომისიო შემოსავლები შეადგენდა 496 მილიონ ლარს, რაც ნიშნავს რომ საბანკო საფინანსო ორგანიზაციებს ჯამურად ჰქონდათ 25.7% ზრდა საკომისიო შემოსავლებში

წინა წლის შესადარის პერიოდთან მიმართებით კრედო და ტერა ბანკი სასესხო პორტფელის 15.82%-იან და 15.45%-იან ზრდას აფიქსირებს, რაც სექტორის 10.61%-იან ზრდასთან შედარებით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

პროკრედიტს სასესხო პორტფელის 5.78%-იანი კლება უფიქსირდება. გასათვალისწინებელია სასესხო პორტფელების კომპოზიცია, კერძოდ კრედო ბანკს სასესხო პორტფელის 89% ნომინირებულია ეროვნულ ვალუტაში, ტერა ბანკის სესხების 56.4% ლარში, პროკრედიტ ბანკის სასესხო პორტფელში კი მხოლოდ 36.9%-ია ლარში ნომინირებული.

აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებით საყურადღებოა პროკრედიტ ბანკის შემთხვევაში, რადგან სასესხო პორტფელის 63% უცხოურ ვალუტაშია, შესაბამისად საკურსო სხვაობა დიდ გავლენას ახდენს კომპანიის სასესხო პორტფელის მოცულობაზე და შესაბამისად მომგებიანობაზე. შესაბამისად, პორტფელის ზომაზე მეტად გადამწყვეტია კომპანიის მომგებიანობის გასაზომად არსებული პორტფელით დაგენერირებული საპროცენტო შემოსავლები. 2023 წლის 2 კვარტლის ჯამში 354 მილიონი ლარის ოდენობით საპროცენტო შემოსავალი მიიღო კრედო, ტერა და პროკრედიტ ბანკებმა, რაც შესაბამისად 220, 76 და 56 მილიონ ლარში გამოიხატა.

ჯამურად სექტორმა 3.389 მილიარდი ლარის საპროცენტო შემოსავალი მიიღო, საიდანაც ზემოთხსენებული ბანკების საპროცენტო შემოსავლები 10.5%-ს შეადგენს. აბსოლუტური მაჩვნებლების გარდა საბანკო პორტფელის შეფასებისას განსაკუთრებულ როლი აქვს პორტფელის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთებს, რაც გულისხმობს სასესხო პორტფელის მიერ დაგენირირებულ საპროცენტო შემოსავლებს, კერძოდ წმინდა საპროცენტო მარჟას, რაც კრედო ბანკს 6 თვის მონაცემებით 11.71%, ტერა ბანკისათვის 5.62%, პროკრედიტისათვის კი 4.65%-ია. აღნიშნულ მოანცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ კრედო ბანკის პორტფელის საშუალო საპროცენტო განაკვეთი 23.41%, ტერა ბანკის 11.24%, პროკრედიტის კი 9.31%.

ასევე აღსანიშნავია, რომ წინა წლის  ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით, კრედო ბანკის 24.85%, ტერა ბანკის 10.57%, პროკრედიტის 8.66%.

ინდუსტრიაში 2023 II კვარტლის მდგომარეობით სასესხო პორტფელზე არსებულმა საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 14.05% შეადგინა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი საშუალო საპროცენტო განაკვეთი 12.75% იყო. ლარის ჯამურმა სასესხო პორტფელმა განიცადა 17%-იანი მატება, შესაბამად ლარის წილი სასესხო პორტფელში გაზრდილია, რაც იწვევს სასესხო პორტფელზე საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთის ზრდას, კერძოდ 2023 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით კომერციული ბანკებში საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი ლარის სასესხო პორტფელზე 18.32 პროცენტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი 8.74%. შესაბამისად სასესხო პორტფელში ლარის პროცენტული წილის ზრდა იწვევს საშუალოდ გაზრდილ საპროცენტო შემოსავლებს ბანკებისათვის. სწორედ ჭარბად გაცემული ლარის სესხები იწვევს კრედო ბანკის 23.41% სასესხო პორტფელის საპროცენტო განაკვეთს, როგორც  სტატიაშია აღნიშნული სასესხო პორტფელის 89.5% სწორედ ლარში ნომინირებულ სესხებს უჭირავს კრედო ბანკისათვის, ტერა ბანკი საპროცენტო შემოსავლები შესაბამისად შედარებით ნაკლებია და მიახლოებულია ინდუსტრიის საშუალო მონაცემთან, თუმცა პროკრედიტ ბანკის საპროცენტო განაკვეთი შედარებით დაბლია, რაც ძირითადად  უცხოურ ვალუტაში გაცემული სასესხო პორტფელით აიხსნება.

ლარის საშუალო სასესხო პორტფელის განაკვეთი 18.32%, კრედო ბანკს ამ შემთხვევაშიც ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელზე ბევრად მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს, კერძოდ 25.14%, ლარში გაცემული სესხებისათვის, ტერას და პროკრედიტს კი ინდუსტრიის სასესხო განაკვეთზე შედარებით ნაკლები პროცენტი აქვთ ლარში - 13.93% და 13.73% შესაბამისად.

საპროცენტო შემოსავლების გარდა, ფინანსური ინსტიტუტები ასევე იღებენ საკომისიო შემოსავალს, რიგ შემთხვევაში საკომისიო ხარჯები შეიძლება დიდ წილს თამაშობდეს ჯამური შემოსავლების და წმინდა მოგების დაგენერირებაში, სწორედ გარკვეული საკომისიო ხარჯები გაითვალისწინება ეფექტურ საპროცენტო განაკვეთში და წარმოქმნის დამატებით ხარჯს მომხმარებლისათვის. 2023 წლის II კვარტლის მონაცემებით საბანკო ინდუსტრიაში ჯამურად აკუმულირებულია 624 მილიონი ლარის საკომისიო შემოსავლები, 2022 წლის შესაბამის პერიოდში კი საკომისიო შემოსავლები შეადგენდა 496 მილიონ ლარს, რაც ნიშნავს რომ საბანკო საფინანსო ორგანიზაციებს ჯამურად ჰქონდათ 25.7% ზრდა საკომისიო შემოსავლებში.

კრედო ბანკის საკომისიო შემოსავალმა 2023 წლის 6 თვის განმავლობაში 25.87 მილიონი ლარი შეადგინა, ტერა ბანკის საკომისიო შემოსავლებმა 4.6 მილიონი ლარი, პროკრედიტ ბანკის კი 6.1 მილიონი ლარი.

საკომისიო შემოსავლის ძირითადი ნაწილი სამივე ბანკის შემთხვევაში სწორედ ლარზე გაცემული სესხებზე მოდის. ასევე საყურადღებო საკომისიო შემოსავლების წილი მთლიან შემოსავლებში, კერძოდ კრედო ბანკისათვის აღნიშნულმა მონაცემმა 10.4% შეადგინა, ტერა ბანკისათვის 5.7%, პროკრედიტისთვის კი 9.7%. აღნიშნული მონაცემები განსაკუთრებით საყურადღებოა პროკრედიტის შემთხვევაში.

  • კომპანიების ჯამური აქტივები: კრედო ბანკი - 2.28 მილიარდი, ტერა ბანკი 1.63 მილიარდი და პროკრედიტ ბანკი 1.7 მილიარდი
  • ტერა ბანკი კი გაანალიზებულ ბანკებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს დასაკუთრებული ქონების მიხედვით და მოცულობა 22.4 მილიონს უტოლდება
  • ჯამურად საბანკო სექტორის მიერ დასაკუთრებულია 484.8 მილიონი     (484,795,857.5)ლარის ოდენობით აქტივები

საინტერესოა, ბანკების დაფინანსების წყაროს სტრუქტურა და აღნიშნულ დაფინანსებასთან გამოწვეული ხარჯები. დაფინანსების წყაროები ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბანკების ლიკვიდურობაზე. ლიკვიდობის კოეფიციენტი ყოველდღიურად კონტროლდება ეროვნული ბანკის მიერ, რაც ფინანსური ინსტიტუტების როგორც მოკლევადიან ასევე გრძელვადიან სტაბილურობას უზრუნველყოფს. დაფინანსების წყაროს როგორც ყველა კომპანიისათვის, ასევე ბანკებისათვის წარმოადგენს ვალდებულებები და კაპიტალი. კაპიტალი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბანკებისათვის, რადგან სხვა კომპანიებისგან განსხვავებით საბანკო სექტორი წარმოადგენს რეგულირებად სექტორს, შესაბამისად ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულია გარკვეული ტიპის რეგულაციები, რაც კაპიტალის მოთხოვნასთან არის დაკავშირებული, კაპიტალის მოთხოვნა ყველა ფინანსური ინსტიტუტისათვის განსხვავებულია (არსებობს მინიმალური ნორმები) და დამოკიდებულია ბანკის ზომაზე.

კრედო ბანკის საკუთარი კაპიტალი 2023 წლის II კვარტლის მდგომარეობით 279.5 მილიონია, ტერა ბანკის 237.4 მილიონი, პროკრედიტ ბანკის 308.7 მილიონი (აღნიშნული მონაცემები შედგება საემისიო კაპიტალის, სააქციო კაპიტალის და გაუნაწილებელი მოგებისგან). ვალდებულების სახით მოპოვებული დაფინანსების წყაროები კი კრედო ბანკისათვის წარმოადგენს 2 მილიარდს, ტერა  და  პროკრედიტ ბანკს კი თითქმის ერთნაირი ვალდებულებები აქვთ და წარმოადგენს - 1.39 მილიარდს. შესაბამისად, აღნიშნული კომპანიების ჯამური აქტივები წარმოადგენს: კრედო ბანკი - 2.28 მილიარდი, ტერა ბანკი 1.63 მილიარდი და პროკრედიტ ბანკი 1.7 მილიარდი. აღსანიშნავია, რომ კრედო ბანკი, როგორც მთლიანი აქტივების მოცულობით ასევე სასესხო პორტფელით ტერასა და პროკრედიტ ბანკზე დიდია, სასესხო პორტფელის მიხედვით ტერა ბანკი მეორე ადგილზეა, თუმცა პროკრედიტ ბანკს ტერა ბანკთან შედარებით მაღალი აქტივები აქვს. მიუხედავად 138 მილიონით ჩამორჩენისა სასესხო პორტფელში. აქტივებში ასეთი სხვაობა შეიძლება მრავალი მიზეზით იყოს გამოწვეული, ამ კონკრეტულ შემთხვევაში პროკრედიტ ბანკს ტერა და კრედო ბანკთან შედარებით მაღალი თავისუფალი ფულადი სახსრები აქვს, რომელიც როგორც ნაღდი ფულის სახით აქვს, კერძოდ - 44 მილიონი, ტერას, 24 მილიონი, კრედოს 38 მილიონი, ასევე განთავსებული აქვთ საქართველოს ეროვნულ ბანკში  და სხვა ბანკებში ჯამურად 290 მილიონი პროკრედიტ ბანკში, 171 მილიონი ტერა ბანკს, 196 მილიონი კრედო ბანკს.

აღნიშნული მაჩვენებელის შეფასება საკმაოდ სუბიექტურია და ჭარბი ქეშის დაგროვება არ წარმოადგენს საუკეთესო სცენარს არცერთ კომპანიისათვის, განსაკუთრებით დაბალი სასესხო პორტფელის ფონზე, ბანკს აქვს შესაძლებლობა გასცეს ფულადი სახსრები თუმცა მოთხოვნა შედარებით ნაკლებია. ასევე ფიზიკური ქონებით ლიდერია პროკრედიტ ბანკი, რაც შეადგენს 44.8 მილიონის ოდენობის ფიზიკურ აქტივებს, კრედო ბანკს 38 მილიონის აქტივები აქვს, ტერა ბანკს  კი მხოლოდ 24 მილიონის ფიზიკური აქტივები აქვს. აქტივების ანალიზისას გასათვალისწინებელია დასაკუთრებული ქონებაც, რომელიც კომპანიას დასაკუთრებული აქვს საკუთარი საოპერაციო საქმიანობიდან, კერძოდ გადეფოლტებული სესხის უზრუნველყოფის სახით მიღებულ ქონებას. დასაკუთრებული ქონების რაოდენობით კრედო ბანკი ბოლო ადგილზეა და 2023 წლის 6 თვის მდგომარეობით ნული ლარის ღირებულების დასაკუთრებულ აქტივებს ფლობს, პროკრედიტ ბანკი ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა და 79,370 ლარის ოდენობის დასაკთრებულ ქონებას ფლობს, ტერა ბანკი კი გაანალიზებულ ბანკებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს დასაკუთრებული ქონების მიხედვით და მოცულობა 22.4 მილიონს უტოლდება. აღნიშნული მონაცემი საკმაოდ მაღალია, რადგან კომპანიის ფიზიკური აქტივები, რომელსაც საოპერაციო/საინვეტიციო საქმიანობისთვის იყენებს დაახლოებით იგივე მაჩვენებლის ₾24,5 მილიონის ტოლია. ასევე აღსანიშნავია, რომ დასაკუთრებული ქონების მაჩვეენებლი მთლიან საბანკო სექტორის მიერ დასაკუთრებულ ქონებაში 4.62%, ჯამურად კი დასაკუთრებულია 484.8 მილიონი  (484,795,857.5)ლარის ოდენობით აქტივები.

ამორტიზებული ღირებულებით შეფასებული ფინანსური ვალდებულებების მიხედვით პირველ ადგილზე კრედო ბანკია, და შეადგენს 1.85 მილიარდ ლარს, მეორე ადგილზე პროკრედიტ ბანკია თავისი 1.37 მილიარდი ლარით მესამეზე კი ტერა ბანკი 1.32 მილიარდი ლარით. აქედან მოზიდული დეპოზიტები წარმოადგენს კრედო ბანკისთვის 40.39%, 74.77%, ტერასთვის, 68.97% პროკრედიტისთვის და წარმოადგენს 750 მილიონს კრედოსთვის, 990 მილიონს ტერასთვის, 946 მილიონს კი პროკრედიტისთვის

ბანკის სტაბილურობის შესაფასებლად მნიშვნელოვან როლს თამაშობს დაფინანსების წყაროები, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული კომპანიებს აქვთ გარკვეული კაპიტალის მთხოვნები, აღნიშნული კაპიტალის მთხოვნები უზრუნველყოფს ბანკების სტაბილურობას, შესაბამისად ვალდებულების წილიც ნაკლებია, როდესაც კომპანია ფინანსდება კაპიტალით, პროპორციულად ყველაზე ცოტა ვალდებულებები, სწორედ პროკრედიტ ბანკს აქვს და შეადგენს მთლიანი აქტივების 81.87%, მეორე ადგილზეა ტერა ბანკი 85.44%, მესამე ადგილზე 87.75% ვალდებულებების წილის შეფარდებით აქტივებთან. აღნიშნული მონაცემები შეიძლება გამოწვეული იყოს ეროვნული ბანკის რეგულაციებით.  

ვალდებულებების ძირითად ნაწილს წარმოადგენს ბანკებში განთავსებული დეპოზიტები და სხვა მოზიდული სახსრები, რომლებიც ძირითადად შედარებით მსხვილი უცხოური ინსტიტუტებიდან არის მოზიდული. ამორტიზებული ღირებულებით შეფასებული ფინანსური ვალდებულებების მიხედვით პირველ ადგილზე კრედო ბანკია, და შეადგენს 1.85 მილიარდ ლარს, მეორე ადგილზე პროკრედიტ ბანკია თავისი 1.37 მილიარდი ლარით მესამეზე კი ტერა ბანკი 1.32 მილიარდი ლარით. აქედან მოზიდული დეპოზიტები წარმოადგენს კრედო ბანკისთვის 40.39%, 74.77%, ტერასთვის, 68.97% პროკრედიტისთვის და წარმოადგენს 750 მილიონს კრედოსთვის, 990 მილიონს ტერასთვის, 946 მილიონს კი პროკრედიტისთვის. დანარჩენი დაფინანსების წყარო უჭირავს ძირითადად ნასესხებ სახსრებს, 1,09 ოდენობით ნასესხები სახსრები გააჩნია კრედოს, 297 მილიონი ტერას და 423 მილიონი პროკრედიტ ბანკს.  ასევე აღსანიშნავია, რომ მთლიანად სექტორისათვის მოზიდული დაფინანსება წარმოადგენს 56.2 მილიარდ ლარს, საიდანაც 48 მილიონი ლარი წარმოადგენს დეპოზიტს, რაც მოზიდული დაფინანსების 86.5%.

  • საბანკო სექტორში საშუალოდ დაფინანსების წყაროსა და გაცემულ სესხს შორის სხვაობა 8.64% მთლიან პორტფელზე, ლარში 9.4%, უცხოურ ვალუტაში კი 6.7%
  • კრედო ბანკის ლარის დაფინანსების წყაროს ღირებულება 13.36%, საშუალო სესხის პროცენტი 25.14%, სხვაობა კი 11.78%, ტერა ბანკისათვის 8.92% დაფინანსების ღირებულება, სესხების საპროცენტო შემოსავალი 13,93%, სხვაობა 5.01%, პროკრედიტ ბანკისათვის კი 5.1 დაფინანსების ღირებულება, 13.73 საპროცენტო შემოსავლები, სხვაობა 8.63%
  • 2023 წლის პირველ ორ კვარტალში საბანკო სექტორმა 1.3 მილიარდის ოდენობის წმინდა მოგების დაგებრიგება შეძლო, სექტორის წმინდა მოგების მარჟა კი 33.40 პროცენტია საშუალოდ
  • კრედო ბანკის მწინდა მოგების მარჟამ 5.61% შეადგინა აბსოლუტურ მონაცემებში  13.8 მილიონი, ტერა ბანკის წმინდა მოგების მარჟამ 19.22% აბსოლუტი მონაცემებში 15.5 მილიონი ლარი, პროკრედიტ ბანკს კი წმინდა მოგება 41.29% აქვს, აბსოლუტურ მონაცემებში 26 მილიონი
  • კორექტირებული წმინდა მოგების მარჟის მიხედვით კრედო ბანკის წმინდა მოგებამ 39.9 მილიონი შეადგინა, ტერა ბანკის 13.6 მილიონი შეადგინა, კრედო ბანკის კორექტირებულმა მოგება მი 18.9 მილიონი ლარი შეადგინა რაც პროცენტებში გამოისახება 16.7%, 16,89% და 30.11% შესაბამისად
  • აღნიშნული კორექტირების გათვალისწინებით შეიცვალა (დაკორექტირდა) სექტორის წმინდა მოგება და შეადგინა 1.527 მილიარდი ლარი და კორექტირებულმა წმინდა მოგებამ კი 37.96%

ჯამურად საბანკო სექტორს მოზიდულ დაფინანსებაზე აქვს 1.52 მილიარდი ლარის საპროცენტო ხარჯი, რაც მოზიდული დაფინანსების გათვალისწინებით 6 კვარტლის მდგომარეობით 2.7% შეადგენს, რაც გაწლიურებულად ნიშნავს, რომ მოზიდული დაფინანსების საშუალო წლიური საპროცენტო ხარჯი 5.41% სექტორისათვის. ლარში მოზიდული დაფინანსების წყაროს წლიური საპროცენტო განაკვეთი (შეწონილი) 8.92%, უცხოურ ვალუტაში კი 2.04%. აქვე შეგახსენებთ, რომ საბანკო პორტფელის საპროცენტო გაწლიურებული მონაცემების მიხედვით მთლიან პორტფელზე 14.05%, ლარში 18.32%, უცხოურ ვალუტაში კი 8.74%.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, სექტორში საშუალოდ დაფინანსების წყაროსა და გაცემულ სესხს შორის სხვაობა 8.64% მთლიან პორტფელზე, ლარში 9.4%, უცხოურ ვალუტაში კი 6.7%. მსგავსი საზომით კრედოს, ტერასა და პროკრედიტ ბანკის გაზომვის შემთხვევაში გაირკვევა, რომ საშუალო წლიური დაფინანსების პროცენტი კრედო ბანკს აქვს ყველაზე მაღალი მთლიან პორტფელზე 10.61%, ტერას 6.48%,  პროკრედიტ ბანკს კი 2.76%. თუმცა სხვაობა საპროცენტო ხარჯებსა და შემოსავლებშიც შესაბამისად არის გადანაწილებული, მთლიან პორტფელზე 12.81% ნამატით ძვირად გასცემს სესხს საშუალოდ კრედო, 4,76% ძვირად ტერა და 6.55% ძვირად პროკრედიტ ბანკი. აღნიშნული ცვალებადობა გამოწვეულია აქტივების ხარისხით, რაც გამოიხატება სასესხო პორტფელში უცხოური ვალუტაში გაცემული სესხებით, რაც კრედო ბანკისთვის წარმოადგენს 28%,  ტერა ბანკისათვის 45%, პროკრედიტისთვის კი 78%. ასევე აღსანიშნავია, რომ ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო სხვაობები შედარებით ნაკლებია, რადგან მაღალი საპროცენტო ხარჯი აქვთ შედარებით ბანკებს, კერძოდ კრედო ბანკის ლარის დაფინანსების წყაროს ღირებულება 13.36%, საშუალო სესხის პროცენტი 25.14%, სხვაობა კი 11.78%, ტერა ბანკისათვის 8.92% დაფინანსების ღირებულება, სესხების საპროცენტო შემოსავალი 13,93%, სხვაობა 5.01%, პროკრედიტ ბანკისათვის კი 5.1 დაფინანსების ღირებულება, 13.73 საპროცენტო შემოსავლები, სხვაობა 8.63%.

საპროცენტო ხარჯების გარდა ბანკებს აქვთ ადმინისტრაციული ხარჯები, რაც შედგება ძირითადად პერსონალის ანაზღაურებისა და სხვა ადმინისტრაციული ხარჯებისგან. ადმინისტრაციული ხარჯებით უპირობო ლიდერს წარმოადგენს კრედო ბანკი, 6 თვის მანძილზე ადმინისტრაციული ხარჯებში დარიცხული 69 მილიონი ლარით (მათ შორის 66 მილიონი ხელფასით, 14 მილიონის ადმინისტრაციული ხარჯით ტერა ბანკი (მათ შორის 12.9 მილიონი ხელფასები, 20.3 მილიონი ლარის ადმინისტრაციული ხარჯი პროკრედიტ ბანკს (მათ შორის 8.4 მილიონი ხელფასები), შემოსავალთან მიმართებაში კრედო იხდის დარიცხული შემოსავლის 26.91% პერსონალის ანაზღაურებაში, ტერა 15.95%, პროკრედიტ კი 13.48%.

აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით საინტერესოა 6 თვის პერიოდის მანძილზე, აღნიშნულ პერიოდში საბანკო სექტორმა 1.3 მილიარდის ოდენობის წმინდა მოგების დაგენერირება შეძლო, სექტორის წმინდა მოგების მარჟა კი 33.40 პროცენტია საშუალოდ.

მიუხედავად დიდი სხვაობისა გაცემულ სესხებსა და დაფინანსების ღირებულებას შორის, მაღალი ადმინისტრაციული ხარჯების ფონზე კრედო ბანკის მწინდა მოგების მარჟამ 5.61% შეადგინა აბსოლუტურ მონაცემებში  13.8 მილიონი, ტერა ბანკის წმინდა მოგების მარჟამ 19.22% აბსოლუტი მონაცემებში 15.5 მილიონი ლარი, პროკრედიტ ბანკს კი წმინდა მოგება 41.29% აქვს, აბსოლუტურ მონაცემებში 26 მილიონი. აბსოლუტური მონაცემებითაც წმინდა მოგების მიხედვით პროკრედიტ ბანკი ლიდერია წმინდა მოგებით. და აღემატება ინდუსტრიის საშუალო 33.4% წმინდა მოგების მარჟას მიუხედავად ყველაზე დაბალი საპროცენტო შემოსავლისა აბსოლუტურ მაჩვნეებელში 56 მილიონი + საკომისიო შემოსავლები 6.1 მილიონისა მაინც მოახერხა 41.29% მოგების დაგენერირებაში. აღსანიშნავია, რომ წმინდა მოგებაში ასევე გათვალისწინებულია აქტივების გადაფასების მუხლი რაც გულისხმობს აქტივების გადაფასებას, გაუფასურებას, რეალური ღირებულების შეცვლას. აღნიშნული მუხლი დიდ გავლენას ახდენს ბანკის წმინდა მოგებაზე, კერძოდ, პროკრედიტ ბანკის შემთხვევაში 7 მილიონიანი დადებითი გავლენა იქონია მისი ფინანსური აქტივების ღირებულების გაზრდამ (რაც დაკავშირებულია მსესხებლის საკრედიტო რეიტინგთან). ანალოგიურად ტერასა და კრედო ბანკის შემთხვევაშიც აქვს გავლენა აღნიშნულ მუხლს, ტერას შემთხვევაში მხოლოდ 1.9 მილიონის ლარის აფასებს ვაწყდებით, თუმცა კრედო ბანკს აქვს 26 მილიონით შემცირებული აქტივების ღირებულება, რაც დიდწილადაც იმას ნიშნავს, რომ საკრედიტო პორტფელი წლის მანძილზე შემცირებულია 26 მილიონით (შეფასების თვალსაზრისით) კლიენტების გადახდისუნარიანობის ეჭვქვეშ დაყენების მიზეზით სავარაუდოდ. თუმცა აღნიშნული მუხლი არ წარმოადგენს რეალურ ხარჯს და დაკავშირებულია მხოლდ ფინანსური თვალსაზრისით შეფასებასთან, შესაბამისად უფრო რაციონალური იქნება თუ წმინდა მოგებას გავზომავთ ამ მუხლის კორექტირებით. კორექტირებული წმინდა მოგების მარჟის მიხედვით კრედო ბანკის წმინდა მოგებამ 39.9 მილიონი შეადგინა, ტერა ბანკის 13.6 მილიონი შეადგინა, კრედო ბანკის კორექტირებულმა მოგება მი 18.9 მილიონი ლარი შეადგინა რაც პროცენტებში გამოისახება 16.7%, 16,89% და 30.11% შესაბამისად. ამ შემთხვევაში პროკრედიტ ბანკი მაინც ლიდერულ პოზიციას იკავებს, თუმცა მონაცემი შედარებით მიახლოებულია რეალობასთან. აღნიშნული კორექტირების გათვალისწინებით შეიცვალა (დაკორექტირდა) სექტორის წმინდა მოგება და შეადგინა 1.527 მილიარდი ლარი და კორექტირებულმა წმინდა მოგებამ კი 37.96%.

 

ავტორი: პაპუნა გიქორაშვილი

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები