მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7047.6
0.0058
flag
AZN 1.586
0.0021
flag
CNY 37.741
0.0048
flag
EUR 3.1397
0.0061
flag
GBP 3.6136
0.0059
flag
KZT 49.95
0.0006
flag
TRY 0.0655
0.0001
flag
USD 2.6971
0.0036

მივიღეთ ერთ-ერთი საერთაშორისო ბრენდის ლიცენზია, რომელსაც ფრანჩაიზის მიღების შემდეგ დავაანონსებთ -  HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელი

news image

სულ ცოტა ხნის უკან მივიღეთ ერთ-ერთი საერთაშორისო ბრენდის ლიცენზია, რომელსაც ფრანჩაიზის მიღების შემდეგ დავაანონსებთ, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მენეჯმენტ ჯგუფის HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელმა გიორგი დოლიძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ტურიზმის სექტორის ზრდის ფონზე მზარდია ამ მიმართულებაში ინვესტირების მაჩვენებელი და ასევე მზარდია საერთაშორისო სასტუმრო ბრენდების ინტერესიც, შემოვიდნენ საქართველოს ტურისტულ ბაზარზე. 

„თუ გადავხედავთ დღეს თბილისს, ბათუმს, კახეთს და სხვადასხვა რეგიონებს ჩვენ ვნახავთ, რომ ყოველ წელს ახალ-ახალი ობიექტები გვემატება. დაახლოებით 80%-ი ამ ობიექტების ინვესტორები არიან ქართველები, ხოლო 20%-ი უცხოელები. ორივე მხრიდან არის საკმაოდ დამაჯერებელი ნაბიჯები გადადგმული, იმისკენ, რომ საქართველოს აქვს ევროპული გზა და ევროპული გეზი არჩეული. შესაბამისადაც არის ევროპული ქვეყანა. აქ სასტუმროს გახსნა, როდესაც წლიდან წლამდე იზრდება ტურიზმის კუთხით შემოსავლები და ტურისტების მოცულობა არის ძალიან პერსპექტიული არამარტო ინვესტორებისთვის, თავად საერთაშორისო ბრენდები არიან უკვე დაინტერესებული საქართველოში შემოსვლით. რაც ჩვენთვის დიდი მოტივაციის მომცემია. სულ ცოტა ხნის უკან მივიღეთ ერთ-ერთი საერთაშორისო ბრენდის ლიცენზია, რომელსაც ფრანჩაიზის მიღების შემდეგ დავაანონსებთ. საერთაშორისო ბრენდები ისე არ შედიან ქვეყანაში თუ წინასწარ, თავიდან ბოლომდე არ შეისწავლიან მის პოლიტიკას, სტრატეგიას და პოზიციონირებას. როდესაც საფრანჩიზო შეთანხმებებზე დგება საკითხი მიმდინარებს 3-6 თვიანი მოკვლევა, ეს თავად ბრენდზეა დამოკიდებული, თუ ამა თუ იმ ლოკაციაზე, რომელმა მათმა ბრენდმა თუ ქვებრენდმა შესაძლოა გაამართლოს. მე დღეს არ მახსენდება ისეთი მიმართულება, როდესაც რომელიმე ბრენდს ეთქვას უარი საქართველოში რომელიმე ბიზნესმენთან დაპარტნიორებაზე“, - აღნიშნა გიორგი დოლიძემ.

ქართულ-შვეიცარიული მენეჯმენტ კომპანია HSC Group 2016 წლიდან სასტუმრო ბიზნესს უწევს პროფესიონალურ საკონსულტაციო და მენეჯმენტ მომსახურებას პროექტის მართვის, სასტუმროს გახსნისა და მის შემდგომში მენეჯმენტის სრული სპექტრით.

HSC Group Hospitality-ის მიზანია, კომპანიებს კონკრეტულად მათზე, მორგებული საკონსულტაციო და მართვის სერვისი შევთავაზოთ, რომელიც გამორიცხავს პროექტის ეტაპიდან გახსნამდე ოპერაციულ ხარვეზებს და მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. ბრენდის შემოყვანას, ამასთან, უზრუნველყოფს ობიექტის გახსნისთვის სრულ მომზადებას და შემდგომ მის ეფექტურ მართვას.

კომპანიის გუნდი სტუმარმასპინძლობის სფეროში გამოცდილ და პროფესიონალ კადრებს სხვადასხვა მიმართულებით აერთიანებს, რომლებიც მრავალი წელი მუშაობდნენ როგორც საერთაშორისო 5-ვარსკვლავიან ბრენდებში, ასევე მაღალი დონის ადგილობრივ სასტუმროებსა და რესტორნებში.

კომპანიის პორტფელი აერთიანებს ქვეყნის 10 ლოკაციას 17 მაღალი კლასის პროექტით, 2372 ოთახით და საშუალოდ 800 დასაქმებულით.

HSC Group - მა 2020 წელს პარტნიორობის მემორანდუმი შვეიცარიულ მენეჯმენტკომპანია - DEVPORT GmbH - თან გააფორმა, რის შემდეგაც ინვესტორებს საერთაშორისო დონის სხვადასხვა მომსახურებებს სთავაზობს.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა