დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნათია თურნავა USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ნათია თურნავა USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა

2024-04-26 18:42:00

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიჯიტალიზაციისა და მედეგობის პროექტის (CIDR) დანერგვის დეტალებსა და მიმდინარე/დაგეგმილი აქტივობების შესახებ იმსჯელეს.

CIDR-ის რეგიონული პროექტი, რომელსაც DAI (Development Alternatives, Inc.) USAID-თვის ახორციელებს ახალი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ფინანსური ინსტიტუტების კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას.

ნათია თურნავამ შეხვედრაზე ფინანსურ სექტორში ციფრული ტრანსფორმაციის პარალელურად კიბერუსაფრთხოების საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი უწყვეტ რეჟიმში აკვირდება მიმდინარე ტენდენციებს და მონიტორინგის საფუძველზე ახდენს კიბერსაფრთხეების პრევენციას.

"მივესალმებით ახალი პროგრამის დაწყებას, რომელიც მიზნად ისახავს ფინანსური ინსტიტუტების კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას. ციფრული ტრანსფორმაციის კვალდაკვალ კიბერუსაფრთხოება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.  ეროვნული ბანკი მუდმივად აკვირდება საბანკო სექტორში მიმდინარე ტენდენციებს და ახორციელებს შესაბამის მონიტორინგს, რათა ცალკეულ საფინანსო ინსტიტუტსა თუ სექტორზე კიბერშეტევის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყოს დროული რეაგირება და შესაბამისი ინფორმაციის დაინტერესებული მხარეებისთვის დაუყოვნებლივ  გაზიარება. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისათვის, რომ გვქონდეს ბიზნესის უწყვეტობისა და მზადყოფნის ეფექტური გეგმა შესაძლო ფართომასშტაბიანი კიბერინციდენტის შემთხვევაში", - განაცხადა ნათია თურნავამ.

სებ-ის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტმა CIDR-ის პროექტის გუნდთან კოორდინაციით შესაბამისი პროგრამები და აქტივობები დაგეგმა.

საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართულ შეხვედრას USAID/საქართველოს ციფრული განვითარებისა და კიბერუსაფრთხოების უფროსი მრჩეველი მიქაელ ბეიკერი და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიჯიტალიზაციისა და მედეგობის პროექტის (CIDR) დირექტორი საქართველოში ქრისტინე ნაჭყებია, PMCG-ის წარმომადგენლები შალვა ხუციშვილი და გიორგი იაშვილი ესწრებოდნენ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები