მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7063.1
0.0094
flag
AZN 1.5924
0.0017
flag
CNY 38.059
0.0075
flag
EUR 3.1979
0.0181
flag
GBP 3.6924
0.0124
flag
KZT 50.09
0.0005
flag
TRY 0.0656
0.0001
flag
USD 2.708
0.0029

რა ეტაპზეა თბილისის ანძის მოდერნიზაციის პროექტი და როდის მოხდება 70 მ-ზე 110 სტუმარზე გათვლილი პანორამული რესტორნის გახსნა

news image

თბილისის ანძის მოდერნიზაცია 2027 წლის პირველ კვარტალში უნდა დასრულდეს. როგორც Business Insider Georgia-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, ამ დროისათვის წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვისა და შეთანხმების პროცედურები მიმდინარეობს. 

თბილისის სატელევიზიო ანძის განვითარების და ტურისტული თავშეყრის პუნქტად ქცევის პროექტი  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. 

პროექტს კომპანია Kass Group-ი ახორციელებს და იგი მოიცავს სატელევიზიო ანძაზე ვიზიტორთა ცენტრის, პანორამული რესტორნის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.  Kass Group-ი აღნიშნული ობიექტის ოპერირებას განახორციელებს 25 წლის ვადით.
„პროექტის პირველადი ვერსია მომზადებული იქნა ესტონური საკონსულტაციო კომპანიის „KOKO“-ს მიერ შემუშავებული კონცეფციის და კვლევების შესაბამისად. ხოლო შემდგომ, კომპანიის მიერ განხორციელებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის და დეტალური პროექტირების შედეგების გათვალისწინებით, კიდევ უფრო დაიხვეწა პროექტი და ამჟამად მიმდინარეობს წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვისა და შეთანხმების პროცედურა“, - განმარტავენ თბილისის მერიაში.

ირკვევა, რომ პანორამული რესტორანი განთავსებული იქნება 70 მეტრ სიმაღლეზე და დაახლოებით 110 სტუმარს უმასპინძლებს.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულია არანაკლებ 4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება, თუმცა კომპანიის განცხადებით, პროექტზე დაიხარჯება გაცილებით მეტი მოცულობის თანხა. პროექტის განხორციელების სავარაუდო ვადა 2027 წლის მარტის ბოლოა.

პროექტი ხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მხარდაჭერით, რაც ასევე მოიცავს იმას, რომ თბილისის მთავრობის მხრიდან არაუმეტეს 1 000 000 ლარი მიმართული იქნება  პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული, საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. 
გარდა ამისა, ოპერირების პერიოდში მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სატელევიზიო ანძის (გარდა საპროექტო ტერიტორიისა) განათებას, იმ სტანდარტითა და ხარისხით, როგორც ეს ხორციელდება დღეისათვის.
პროექტი ხორციელდება ასევე ეკონომიკის სამინისტროს ხელშეწყობით. კერძოდ, სატელევიზიო ანძა და შესაბამისი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფო საწარმოს - საქართველოს ტელერადიოცენტრის საკუთრებას.
„როგორც აღვნიშნეთ, ოპერირების ფაზა მოიცავს სამშენებლო სამუშაოების დასრულებიდან 25 წელს. ამ ვადის განმავლობაში კომპანიის მიერ შენარჩუნებული იქნება საქმიანობის პროფილი და სატელევიზიო ანძა იფუნქციონირებს პროექტით გათვალისწინებული დატვირთვით და ფუნქციით“, - განუცხადეს  Business Insider Georgia-ს თბილისის მერიაში.

აღსანიშნავია, რომ  Kass Group-ის პროექტია ასევე KASS LAND • წალკის კანიონი • Tsalka Canyon 

როგორც Business Insider Georgia-ს დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს,დაცულ ტერიტორიაზე, წალკის კანიონზე, პირველად საქართველოში, საჯარო კერძო პარტნიორობის პროექტის ფარგლებში მოეწყო გრანდიოზული სივრცე. კანიონზე, საქართველოში პირველად, უნიკალური 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი აშენდა თანმდევი ეკოტურისტული ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრით, მოეწყო ზიპ-ბაიკი და საქანელა, რომელიც მოგზაურობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის. მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. აღნიშნული პროექტით, ერთი მხრივ, მოხდა ბუნებრივი იერსახის შენარჩუნება, მეორე მხრივ კი, უნიკალური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. წალკის კანიონის პროექტის ინვესტიცია, ჯამში, 120 000 000 ლარს შეადგენს. ამ მოცულობის ინვესტიცია რეგიონისთვის რეკორდულია, ხოლო პროექტით გათვალისწინებული ობიექტები საქართველოსთვის ახალი და უნიკალური.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა