დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საჰაერო მიმოსვლა კიდევ უფრო წაადგება რუსეთში მცხოვრები  მოსახლეობის კავშირს სამშობლოსთან  - მარიამ ქვრივიშვილი

საჰაერო მიმოსვლა კიდევ უფრო წაადგება რუსეთში მცხოვრები  მოსახლეობის კავშირს სამშობლოსთან - მარიამ ქვრივიშვილი

2023-05-10 18:06:26

 

„მნიშვნელოვანია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ რომ რუსეთთან ცალმხრივი სავიზო რეჟიმი 2010 წლიდან მოქმედებს, ხოლო 2019 წელს რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება პირდაპირი ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით.

ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე ზრუნვა, მათი კეთილდღეობა  და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, გაუმარტივდებათ სამშობლოსთან, ოჯახებთან კავშირი და მიმოსვლა“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. 
 
მინისტრის მოადგილემ  კომენტარი გააკეთა დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და საქართველოში ფრენების აკრძალვის გაუქმებას ეხება.
 
მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით,  საქართველოს არ ჰქონია შეზღუდული რუსეთთან სატრანსპორტო მოძრაობა სახმელეთო კუთხით.

მისი თქმით, ყოველდღიურად, ასობით მანქანა მოძრაობს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უწევდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მესამე ქვეყნის გავლით და სახმელეთო საზღვრის გამოყენებით სამშობლოში მოგზაურობა, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად აისახებოდა მათ სამოგზაურო ხარჯებზე.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, საჰაერო მიმოსვლა კიდევ უფრო წაადგება რუსეთში მცხოვრები  მოსახლეობის კავშირს სამშობლოსთან.

„რაც შეეხება პირდაპირ ფრენებს ზოგადად რუსეთის ფედერაციიდან - დღევანდელი დღის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციიდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება არაერთი ქვეყნის მიმართულებით, მათ შორის  არის ისრაელი, გაერთიანებული არაბთა საამიროები, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი.

ძალიან მკაფიოდ გვსურს დავაფიქსიროთ პოზიცია, რომ  საქართველოში არ იოპერირებს არცერთი ავიაკომპანია და არცერთი ხომალდი, რომელიც იქნება სანქცირებული.

რაც შეეხება არასანქცირებულ ავიაკომპანიებს და ხომალდებს, მათ, რა თქმა უნდა, ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოს მიმართულებით“ - განაცხადა ქვრივიშვილმა.

რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს 2023 წლის 15 მაისიდან აუქმებს და პირდაპირ ფრენებს აღადგენს. შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

13 საათის წინ

13 საათის წინ

14 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები