თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი - “სიმეტრია • Simetria ჯიქია” შენდება. კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს: საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებსა და ბიზნეს ცენტრს.
„კომპლექსისთვის კერძო კაპიტალი ყაზახეთიდანაა მოზიდული. „სიმეტრია ჯიქია“ უძრავი ქონების ბაზარზე ყაზახური კაპიტალით განხორციელებული მორიგი პროექტი იქნება, - განაცხადა „კაპიტალ მენეჯმენტის“ მმართველმა პარტნიორმა გიორგი ჯახუტაშვილმა.
„სიმეტრია ჯიქიას, აქვს პოტენციალი ჩამოყალიბდეს უბნის ჰაბად, სადაც ყველა ფუნქცია იქნება თავმოყრილი კომფორტული ცხოვრებისთვის, მუშაობისა და დასვენებისთვის, - განაცხადა „სიმეტრიის“ დირექტორმა უჩა ქართველიშვილმა.
„ჩვენთვის, როგორც დეველოპერული სექტორის #1 მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია სექტორის სწორად განვითარება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია“, - განაცხადა , თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორაციული მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 41%-იანი ბაზრის წილით, თიბისი დეველოპერული და უძრავი ქონების სექტორის #1 მხარდამჭერია.
კომპანია „სიმეტრია“ 10 წელზე მეტია ქმნის ფასეულ უძრავ ქონებას საქართველოში. დღეისათვის მის პორტფოლიოში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტია წარმოდგენილი: Holiday Inn Express Tbilsi Avlabari – თბილისში; Best Western Kutaisi – პირველი ბრენდული სასტუმრო ქუთაისში; სავაჭრო ცენტრი „გლდანი მოლი“; საცხოვრებელი კომპლექსები – „სიმეტრია ვაკე” და „სიმეტრია ლისი“. ამ ეტაპზე დასრულების პროცესშია პრემიუმ კლასის საცხოვრებელი უბანი „სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში.
უახლესი
16 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან გამყარდა16 საათის წინ
„ვილაჯიო მირზაანი რეზორტი“ ზაფხულის სეზონზე შატოს ხსნის17 საათის წინ
მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ აქსელერატორები თბილისში არიან