მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7098.1
-0.0024
flag
AZN 1.5741
-0.0005
flag
CNY 38.756
-0.0013
flag
EUR 3.148
-0.0086
flag
GBP 3.6067
-0.0042
flag
KZT 53.78
-0.0059
flag
TRY 0.061
-0.0002
flag
USD 2.676
-0.0009

საქართველოში დაბალ ინფლაციას, საგარეო შოკების ფასებზე ზეწოლის განეიტრალება უწყობს ხელს - სებ-ი

news image

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი  ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.


ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია
  • 2023 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 0.8% შეადგინა, ხოლო სექტემბერთან შედარებით ფასებმა 0.6%-ით მოიმატა.
  • საქართველოში დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, საგარეო შოკების ფასებზე ზეწოლის განეიტრალება, მეორე მხრივ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება უწყობს ხელს.
  • სურსათის საერთაშორისო ფასების ეტაპობრივი კლება და ტრანსპორტირების ღირებულების დაბალ დონეზე შენარჩუნება ბოლოდროინდელი მცირედი გაუფასურების მიუხედავად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის მყარ პოზიციასთან ერთად, საქართველოში დაბალ ინფლაციას განაპირობებს.
  • ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ გასულ თვესთან შედარებით 0.8 პპ-ით მოიკლო, და ოქტომბერში 4.5%-ს შეადგინა.
     
საბანკო სექტორი
  • სექტემბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 14.9%-ით გაიზარდა.
  • უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაცია, 2023 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა და 50.2% შეადგინა.
  • სექტემბერში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, 0.4 პპ-ით შემცირდა და 45.0%-ს გაუტოლდა.

 

საგარეო სექტორი
  • იმპორტი - სექტემბერში საქონლის იმპორტი წლიურად 9.2%-ით გაიზარდა. საქონლის იმპორტის მატება უმეტესად სამომხმარებლო და საინვესტიციო სახის საქონლის იმპორტის ზრდამ განაპირობა.
  • ექსპორტი - სექტემბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 0.9%-ით გაიზარდა.
  • სექტემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა თვიურად 163.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და 5.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

     

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა