მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.7
-0.0001
flag
AZN 1.5869
-0.0003
flag
CNY 38.283
0.0038
flag
EUR 3.1681
0.0041
flag
GBP 3.6087
0.0003
flag
KZT 52.34
0.0057
flag
TRY 0.0632
0
flag
USD 2.6981
-0.0004

სამოქალაქო იარაღის ტრანსპორტირებასა და შენახვაზე ჯარიმები მკაცრდება

news image

1-ელი აგვისტოდან საქართველოში პნევმატური და გაზის იარაღის მიმოქცევასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ჯარიმები მკაცრდება. 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი ცვლილებებით, პნევმატური და გაზის იარაღის გადაზიდვის წესის დარღვევა 500 ლარით დაჯარიმდება. მეორე დარღვევისთვის ჯარიმა გაიზრდება 1000 ლარამდე, ხოლო მესამე დარღვევისთვის 2000 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება გაზის იარაღს, მისი შენახვის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო ასეთი იარაღის ტარება 500 ლარის ოდენობით ჯარიმით კონფისკაციით.

გაზის იარაღის უნებართვოდ შეძენა, ტარება და შენახვა 600 ლარის ოდენობით დაჯარიმდება იარაღის კონფისკაციით. 600 ლარით დაჯარიმდება აგრეთვე გაზის იარაღის უკანონო გადაცემა, რეალიზაცია, იმპორტი და გატანა ნებართვის გარეშე. განმეორებითი დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

პნევმატური იარაღის შენახვის წესის დარღვევისთვის ჯარიმა 200 ლარი იქნება. დასახლებაში პნევმატური იარაღის ტარების და სროლის წესის დარღვევა 500 ლარით დაჯარიმდება იარაღის ჩამორთმევით. დაურეგისტრირებელი იარაღის ტარება, პოლიგონზე გამოყენება, სამოქალაქო ბრუნვაში დაუშვებელი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარება, ასევე ასეთი იარაღის საქართველოდან შემოტანა და გატანა დაჯარიმდება 600 ლარით.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა