დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,შუხმან ჯგუფის“  ტურისტული მიმართულება გაფართოვდა - კომპანიამ რამდენიმე ახალი ვილა გახსნა

,,შუხმან ჯგუფის“  ტურისტული მიმართულება გაფართოვდა - კომპანიამ რამდენიმე ახალი ვილა გახსნა

2023-05-25 18:00:45

,,შუხმან ჯგუფი“ აქტიური ტურისტული სეზონისთვის ემზადება. 18 ვილა დამსვენებლების მისაღებად მზადაა, რომელიც სასტუმრო ,,შუხმან შატოს“ პარალელურად ოპერირებს. 

როგორც ,,შუხმან ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა Business Insider Georgia-  თან აღნიშნა, პანდემიის შემდგომი პერიოდი ტურისტული ინდუსტრიისთვის ძალიან აქტიური აღმოჩნდა, ამ მხრივ კი აგრო და ღვინის ტურიზმის პოტენციალი უნიკალურია.

,,შუხმან ჯგუფი“ 2023 წლის ტურიზმის სეზონს ძალიან მომზადებული ხვდება. უკვე დასრულებული პანდემიის პირობებში გვიწევს მუშაობა, რაც ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ახალ რეალობაში მოგვიწია ცხოვრების გაგრძელებამ. საკმაოდ კარგი და სახარბიელო სტატისტიკა გვაქვს ტურიზმის კუთხით. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ტურისტების რაოდენობამ გასულ პერიოდში მკვეთრად მოიმატა და ამან დარგის გაჯანსაღება გამოიწვია. ამ ეტაპზეც კახეთში გადატვირთულია სასტუმროები, მათ შორის ,,შუხმან შატო“,  ვილებზე დიდი მოთხოვნაა, ეს იძლევა იმედს, რომ გადავლახავთ ყველა იმ პრობლემას, რაც ომის გამო შეიქმნა რეგიონში. თუკი ვსაუბრობთ იმ უპირატესობებზე და გადამწყვეტ ფაქტორებზე, რის გამოც ტურისტები უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში, ღვინის ტურიზმს ამაში წამყვანი როლი უჭირავს. რაც ,,შუხმან ჯგუფისთვის“ დიდი მოტივაციაა ახალი პროექტებისა და მომავალი წარმატებისთვის“, - ამბობს ნუცა აბრამიშვილი.

,,შუხმან ჯგუფმა“ ვილების გაფართოება 2022 წელს დაიწყო. რაც შეეხება კომპანიის განვითარების მიმართულებას აბრამიშვილის თქმით,  ბოლო პერიოდში ტურისტების მხრიდან ვილებზე მოთხოვნა გაზრდილია, ამიტომ ამ მხრივ გაფართოება გადაწყვიტეს.

გარდა ამისა, ,,შუხმან  ჯგუფის“ პარალელური საქმიანობაა ღვინის სპა და ღვინის კოსმეტიკის ხაზი,  რომელიც სხვადასხვა პროცედურისთვის გამოიყენება. კომპანია ახორციელებს ასევე დახურული საინვესტიციო უძრავი ქონების პროექტებსა და აწარმოებს ღვინოს, რომელიც 25-ზე მეტ  ქვეყანაში გადის.  ამდენად, კომპანია აერთიანებს ტურიზმს, გასტრონომიას, უძრავ ქონებას და  მევენახეობა-მეღვინეობის სფეროებს.

„შუხმან ჯგუფის“ გენერალური დირექტორი იმედოვნებს, რომ წელს ტურისტების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება, რაც სხვა პროექტების განვითარების და ახალ-ახალი ობიექტების შექმნის წინაპირობა გახდება.

ცნობისთვის, Schuchmann Wines Chateau არის დიდი კომპლექსი სოფელ კისისხევში, სადაც გაერთიანებულია, ქართული სამზარეულო, მარანი, სადეგუსტაციო სივრცე, აუზი და SPA მომსახურება.

კომპანიაში 200-მდე ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები