დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თამაზ გიორგაძე - საქართველოში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ძალიან კარგი პირობებია

თამაზ გიორგაძე - საქართველოში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ძალიან კარგი პირობებია

2024-05-02 18:24:00

„საქართველო ფინტექ ეკოსისტემის განვითარების ფაზაშია, თუმცა ფინანსური ტექნოლოგიებისგანვითარების წინაპირობები ძალიან კარგია. ქვეყანა ევროპაში ინტეგრაციის მიმართულებით მიდის,რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური ტექნოლოგიების სექტორის განვითარებისთვის", -განაცხადა საერთაშორისო ფინტექ კომპანია Raisin-ის დირექტორმა, თამაზ გიორგაძემსაქართველოში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების და პოტენციალის შეფასებისას.

 

მისი თქმით, ფინტექ ეკოსისტემის განვითარებისთვის სამი ძირითადი ფაქტორია გადამწყვეტი:ადამიანური ტალანტი, კაპიტალი და შიდა ბაზარი.

 

"ეკოსისტემის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური კაპიტალია, ქართულბაზარზე კი ბევრი პროფესიონალია, ვინც იცის სექტორის გამოწვევები. კაპიტალის დარგში წინსვლასახეზეა, მოზიდვა დაწყებულია, არსებობს საჯარო ფონდი, რომელიც ეხმარება კომპანიებს საწყისიდაფინანსების მოძიებაში. ყველაზე საყურადღებო შიდა ბაზარია, რადგან ის პატარაა და აქ შექმნილკომპანიებს საექსპორტო ბაზრების მოძიებაზე უწევთ ფიქრი", - აღნიშნა გიორგაძემ.

 

Raisin-ის დირექტორმა რეგიონალური თანამშრომლობის ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება დააღნიშნა, რომ ეს ბაზრები ქვეყანას ტექნოლოგიებისა და პროდუქტების გასატანად დასჭირდება.გამოწვევებზე საუბრისას კი სექტორის სწრაფი ზრდის აუცილებლობა, საინვესტიციოშესაძლებლობების განვითარება და მოკლე ვადებში ბევრი კომპანიის შექმნა დაასახელა.

 

კომპანია Raisin-ი 12 წელია ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატებისბაზარზე წარმატებულად ოპერირებს. Raisin-ი მსოფლიოში პირველი პლატფორმაა, რომელიცმომხმარებლებსა და ბანკებს  ერთდროულად ემსახურება და  მათ დეპოზიტების დარგში აკავშირებს.

 

Raisin-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა თამაზ გიორგაძემ, აზიის განვითარების ბანკის 57-ეწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - "იდეები კოლაბორაციული ფინტექგარემოს შესაქმნელად რეგიონში: შუა კორიდორის მომენტუმის გამოყენება" მიიღო მონაწილეობა.პანელური დისკუსიის მთავარი მომხსენებელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობისშემსრულებელი ნათია თურნავა იყო.

უახლესი

17 საათის წინ

19 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები