დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტოპ -10 უნივერსიტეტი საქართველოში, სადაც ყველაზე მეტი სტუდენტი სწავლობს

ტოპ -10 უნივერსიტეტი საქართველოში, სადაც ყველაზე მეტი სტუდენტი სწავლობს

2023-07-15 02:00:07

„კერძო სექტორის შემოსავალი 82.9მლნ ლარიდან 312.1მლნ ლარამდე გაიზარდა 2011-22 წლებში. უმაღლესი განათლება საქართველოში ძირითადად ჯიბიდან გადახდებით (out-of-pocket) ფინანსდება, ხოლო სახელმწიფო დაფინანსება კვლავ დაბალია. 

კერძო სექტორში სწავლის წლიური საფასური მერყეობს 2,250-30,000 ლარს შორის. გამოკითხული უნივერსიტეტების უმრავლესობაში (52.4%) წლიური გადასახადი 2,500-5,000 ლარს შეადგენს“, -  ამის შესახებ საუბარია Galt & Taggart-ის ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორის კვლევაში.

Galt & Taggart-ის ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორის კვლევის თანახმად, საქართველოში სტუდენტების რაოდენობიუთ ტოპ-10 უნივერსიტეტი გამოიკვეთა:  

საქართველოს უნივერსიტეტი -  7,791 სტუდენტი, ბაზრის წილი კერძო უნივერსიტეტებში 14.0%, შემოსავალი ₾36,938 ათასი;

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) - 7,498  სტუდენტი, ბაზრის წილი კერძო უნივერსიტეტებში 13.5%, შემოსავალი - ₾21,096 ათასი; 

კავკასიის უნივერსიტეტი - 6,249 სტუდენტი, ბაზრის წილი კერძო უნივერსიტეტებში 11.2%, შემოსავალი ₾ 25,332 ათასი;

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 4,636 სტუდენტი, ბაზრის წილი კერძო უნივერსიტეტებში -8.3%, შემოსავალი ₾ 26,000; 

ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ბთუ) - 3,882 სტუდენტი, ბაზრის წილი კერძო უნივერსიტეტებში 7.0% , შემსავალი ₾ 8,053 ათასი;

ევროპის უნივერსიტეტი - 3,243 სტუდენტი, ბაზრის წილი კერძო უნივერსიტეტებში 5.8% , სემოსავალი ₾17,392 ათასი;

თავისუფალი უნივერსიტეტი - 2,886  სტუდენტი, ბაზრის წილი კერძო უნივერსიტეტებში  5.2%, შემოსავალი ₾18,165 ათასი; 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 2,605 სტუდენტი, ბაზრის წილი კერძო უნივერსიტეტებში 4.7%, შემოსავალი - ₾6,272 ათასი; 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი - 2,461 სტუდენტი, ბაზრის წილი კერძო უნივერსიტეტებში - 4.4%,  შემოსავალი - ₾11,036 ათასი;

ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი (გაუ) -  2,322 სტუდენტი, ბაზრის წილი კერძო უნივერსიტეტებში 4.2%, შემოსავალი - ₾13,067 ათასი;

წყარო: განათლების სამინისტრო, საქსტატი, სარასი, გალტ & თაგარტი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები