მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7145.6
-0.0013
flag
AZN 1.5876
-0.0003
flag
CNY 39.131
-0.0132
flag
EUR 3.1083
-0.0235
flag
GBP 3.5609
-0.0339
flag
KZT 57.13
0.0036
flag
TRY 0.0607
0
flag
USD 2.6989
-0.0005

„ვისოლი“ საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე განვითარებას ბრენდის განახლებული სტრატეგიით განაგრძობს

news image

„ვისოლი“ საქართველოს ნავთობბაზარზე 23 წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდგომ განვითარებას ბრენდის განახლებული სტრატეგიით განაგრძობს.

კომპანია ამიერიდან მომხმარებელს საუკეთესო სამოგზაურო გამოცდილებას გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, ახალი დიზაინ-კონცეფციით, ლოიალობის სრულყოფილი სისტემითა და სათქმელით - „კეთილი მგზავრობა“ - შეუქმნის.

„ვისოლი“ დაარსების დღიდან  ისწრაფვის ქვეყანაში შექმნას საუკეთესო ინფრასტრუქტურა გადაადგილებისთვის, იყოს საქართველოში წარმატებული ბიზნეს-საქმიანობის მაგალითი და განხორციელებული ინვესტიციებითა და განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნით პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე.

„ვისოლ ჯგუფის“ განვითარების ისტორიაც „ვისოლით“ დაიწყო და დღეს „სმარტი“ განახლებული ვიზუალური კონცეფციით, ავტომომსახურების ქსელი „ვინტო“, ამერიკული რესტორნები „ვენდი“ და „დანკინი“ ერთ სივრცეში „ვისოლთან“ ერთად „კეთილი მგზავრობისთვის“ ყველა პირობას ქმნის.

ახალი ლოიალობის სისტემით კი „ვისოლის“ ერთგულებისთვის სარგებელი კიდევ უფრო ხელშესახებია. შესაბამისად, „ვისოლი“ ახალ დანაპირებს ბრენდის ახალი სტრატეგიით სრულფასოვნად შეასრულებს“, - აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.   

„ვისოლის“ ახალი ლოიალობის სისტემით მომხმარებელი სატელეფონო აპლიკაციის საშუალებით მომენტალურად იღებს 15 თეთრის ფასდაკლებას თითოეულ ლიტრ საწვავზე. „ვისოლში“, „სმარტსა“ და „ვინტოში“ განხორციელებული ტრანზაქციების მიხედვით კი მათ 25 თეთრამდე ფასდაკლების მიღებაც შეუძლიათ. მომხმარებელს სამივე ბრენდში გადახდილი თანხის 1% ქულების სახით  ერიცხება. ქულების დახარჯვა კი შესაძლებელია როგორც „ვისოლის”, ისე “სმარტისა” და  “ვინტოს” ობიექტებში. მომხმარებელს ერთგულებისთვის სხვა საჩუქრებიც ელის.

„ვისოლისა“ და „სმარტის“ ბრენდების განახლებაზე სტრატეგიულმა ბრენდინგ სააგენტომ - „მილენიალ ჰაბმა“ იმუშავა, რომელიც სპეციალიზირდება ბრენდინგის, რებრენდინგის და მსხვილი საკომუნიკაციო პროექტების სტრატეგიაზე.

გიორგი ტაბატაძე და ვასკა ჩუბინიძე წარმოადგენდნენ გუნდს, რომელმაც 2016 წლიდან საქართველოში უკვე 20-ზე მეტი ბრენდის სტრატეგიულ განვითარებაზე იზრუნა.

„ვისოლისა“ და „სმარტის“ ვიზუალური განახლება More Studio-სთან ერთად გაკეთდა.

„ვისოლს“ - შესვენების და შევსების ერთადერთ კომპანიას საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს გზად საჭირო ყველა სერვისსა და პროდუქტს, ბრენდის სტრატეგიული განახლება სჭირდებოდა, რათა აღნიშნული კონკურენტული უპირატოსება მეტად ხაზგასმული და მომხმარებლისთვის უფრო მკაფიოდ ნათქვამი ყოფილიყო.

პროცესის სრულყოფილი განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი იყო კომპანიის ყველა რგოლის თანამშრომლის, მმართველი გუნდის, მომხმარებელთა ფოკუს ჯგუფებისა და სტრატეგიული ბრენდინგ-სააგენტოს სრულფასოვანი ჩართულობა და კონტრიბუცია. შედეგად, ჩვენ შევძელით კომპანიის დნმ-ის შენარჩუნებით, განახლებული ინფრასტრუქტურით, სრულყოფილი ლოიალობის სისტემის შექმნით და ახალი მკაფიო სათქმელით - „კეთილი მგზავრობა“, „ვისოლი“ განვთარების ახალ ეტაპზე გადაგვეყვანა.

“ვისოლის“ ბრენდის მთავარი სიმბოლო პოლარული ვარსკვლავი გახდა, როგორც სწორ გზაზე სიარულის, შეჩერების და შევსების ადგილი და კომპანია განაგრძობს ამ მიმართულებით განვითარებას, რათა საქართველოს ყველა მნიშვნელოვან წერტილში დახვდეეს ერთგულ მომხმარებელს“, - აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის“ მარკეტინგის დირექტორი სალომე გველესიანი.

„ვისოლმა“ მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ დაფუძნების დღიდანვე დაისახა მიზნად და პირველი  იყო ნავთობსექტორში, რომელმაც ქვეყანაში მომსახურების დასავლური სტანდარტები დანერგა, საკუთარი ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი შექმნა, უახლესი ევროპული სტანდარტის ნავთობპროდუქტების იმპორტი დაიწყო, ათასობით ადამიანი დაასაქმა და კორპორაციულ მომხმარებელს საწვავის ელექტრონული შესყიდვისა და ავტოპარკის მართვისთვის ჭკვიანი ტექნოლოგიური გადაწყვეტა შესთავაზა.

შესაბამისად, „ვისოლმა“ მომხმარებლის მოგზაურობის საუკეთესო გამოცდილებისთვის ყველა პირობა შექმნა. ახალი დანაპირები -„კეთილი მგზავრობა“ კი ყველაზე დროულია და ერთგულ მომხმარებელს წინ დიდი თავგადასავლებით მოგზაურობა ელის.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა