მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7038.1
-0.0003
flag
AZN 1.5836
-0.0003
flag
CNY 37.729
0.0003
flag
EUR 3.1492
0.0098
flag
GBP 3.631
0.007
flag
KZT 50.09
0.0021
flag
TRY 0.0653
-0.0001
flag
USD 2.693
-0.0006

ზაფხულის ტურისტული სეზონი იქნება მზარდი და უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა - Glarros OldTown

news image

ზაფხულის ტურისტული სეზონი იქნება მზარდი. ტურისტების რაოდენობა იქნება 10%-ით მეტი ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში და დატვირთულობის მხრივ თბილისის ცენტრალური სასტუმროები 90%-იან ნიშნულზე უნდა გავიდნენ,- ამის შესახებ თბილისის ისტორიულ უბანში მდებარე სასტუმრო Glarros OldTown-ის მენეჯმენტ ჯგუფის HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელმა გიორგი დოლიძემ განაცხადა. 

მისივე განმარტებით, აპრილში სასტუმრო დატვირთულობის მხრივ 86%-იან ნიშნულზე გავიდა და მაისის ბოლომდე 90-92%-ია პროგნოზი. 

„სასტუმრო Glarros OldTown-ს მაგალითზე დაბალი სეზონზე, იანვრიდან-მარტის ბოლომდე გვქონდა საშუალოდ 60%-იანი დატვირთულობა. აპრილი თბილისისთვის ითვლებოდა საშუალო სეზონად, მაგრამ წელს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და უპრეცედენტოდ მაღალი დატვირთულობა - 86%  მივიღეთ.

 მაისისთვის, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე ველოდებოდით 70-75%-იან დატვირთულობას, ანუ ნაკლებს ვიდრე აპრილში, მაგრამ 10 მაისამდე ჯავშნების 5%-ი გაუქმდა. დიდი ეფექტი განვითარებულ მოვლენებს ჩვენს ბიზნესზე არ ჰქონია. იყო მხოლოდ მცირე გაუქმებები და არსებული გათვლებით მაისის ბოლომდე უკვე ველოდებით 90-92%-იანი დატვირთულობის ნიშნულს.

რაც შეეხება ზაფხულის ტურისტულ სეზონს, საშუალოდ ველოდებით 90%-იან დატვირთულობას და ეს გათვლები გაქვს სექტემბრის ბოლომდე. შემდგომ კიდევ კი ალბათ 60-65%-იან ნიშნულს დავუბრუნდებით“, - განაცხადა Glarros OldTown-ის მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელმა.

გიორგი დოლიძე ამბობს, რომ მიმდინარე ეტაპისთვის და ზაფხულის ტურისტულ სეზონზე Glarros OldTown-ში რეზერვაციის დიდი ნაწილი ძირითადად გოლფის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან შემოსულ ჯავშნებზე მოდის.  

რაც შეეხება ახალი ავიამიმართულებების დანიშვნას და ჩინეთთან ვიზა ლიბერალიზაციას, გიორგი დოლიძის თქმით, აღნიშნულმა ტურისტების შემოდინებაზე გარკვეული ასახვა უკვე ჰპოვა. 

„დაიწყო ნელ- ნელა და  2-3%-იანი ზრდა ამ მიმართულებებიდან უკვე გაქვს. ტურისტულ კომპანიებს აქტიურად შემოჰყავთ ჯგუფები ჩინეთიდან, რასაც ხელი შეუყო ჩინეთთან ვიზალიბერალიზაციამ. ინდოეთიდანაც იწყება შემოდინებები. ინდოელები შედარებით დაბალბიუჯეტურები არიან, მაგრამ მაინც აქტიურად იწყებენ შემოსვლას“, - ამბობს სასტუმრო Glarros OldTown-ის მენეჯმენტ ჯგუფის HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელი.

რაც შეეხება ევროპელ ტურისტებს, გიორგი დოლიძის თქმით, ზრდა ამ მიმართულებიდანაც არის. 

„ევროპელების რაოდენობა ყოველწლიურად 5-7%-ით იზრდება. ევროპელები ჯგუფურ ტურებს ყოველთვის წინასწარ გეგმავენ და ამიტომაც არის ჩვენთვის მომხიბვლელი და თან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები არიან და ყველაფერი წინასწარ აქვთ გაწერილი. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ევროპელი ტურისტების შემოდინებაზე პირდაპირი გავლენა არ ჰქონია იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ევროპელი ტურისტი ჯერ არ ჩამოსულა“, - ამბობს სასტუმრო Glarros OldTown-ის წარმომადგენელი. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა