დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართული კომპანიების აქციები ლონდონის ბირჟაზე გაძვირდა

ქართული კომპანიების აქციები ლონდონის ბირჟაზე გაძვირდა

2023-05-08 11:34:45

 გალთ & თაგარტის 1–5 მაისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ზრდის მაჩვენებელმა ზოგ შემთხვევაში 10%–საც კი გადააჭარბა.

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 30.35 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), +2.53% წინა კვირასთან შედარებით და +10.16% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 464 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 29.15 - 30.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 102 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 24.25 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), +2.97% წინა კვირასთან შედარებით და +8.50% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 279 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 23.05 - 24.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 66 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 7.96 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -1.12% წინა კვირასთან შედარებით და +3.11% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 206 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 7.91 - 8.12 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 253 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

20 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები