დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართული კომპანიების აქციები ლონდონის ბირჟაზე უმეტესად გაძვირდა - გალტ & თაგარტი

ქართული კომპანიების აქციები ლონდონის ბირჟაზე უმეტესად გაძვირდა - გალტ & თაგარტი

2023-08-14 10:19:21

გალტ & თაგარტის მიმოხილვის თანახმად, 7-11 აგვისტოს კვირაში ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა და წინა კვირასთან შედარებით უმეტესად პლიუსშია. 

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 32.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.91% წინა კვირასთან შედარებით და +13.48% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 140 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.40 - 32.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 41 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 27.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +7.95% წინა კვირასთან შედარებით და +12.19% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 161 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 24.55 - 27.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 27 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.22% წინა კვირასთან შედარებით და +5.99% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 40 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.15 - 9.28 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 18 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები