დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
 ხაჭაპურის ფასი 3.3%-ით გაიზარდა

 ხაჭაპურის ფასი 3.3%-ით გაიზარდა

2024-03-06 13:41:00

2024 წლის თებერვალში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.83 ლარი შეადგინა, რაც 3.3%-ით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს. თუმცა წლიურ ჭრილში თუ შევხედავთ, 2023 წლის თებერვალთან შედარებით ინდექსი 1.5%-ით შემცირდა.

ISET Policy Institute-ს (ISET PI) მიერ მომზადებული ინდექსის მიხედვით, ყველის (-5,5%) და ფქვილის (-2,5%) ფასების წლიური კლება ამ თვეშიც გაგრძელდა, რასაც გასული თვეების ანგარიშებშიც ვხედავდით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წლიურად სხვა ყველა ინგრედიენტის ფასები გაიზარდა: კარაქი (+14.8%), რძე (+13.0%), საფუარი (+11.8%), კვერცხი (+4.1%).

თებერვალში ხაჭაპურის ინგრედიენტების უმეტესობაზე ფასები თვიურ ჭრილში გაიზარდა: კარაქი (+4,5%), ყველი (+3,9%), ფქვილი (+3,5%), რძე (+3,4%) და კვერცხი (+0,9%). გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ საფუარის ფასი, რომელიც 0.9%-ით შემცირდა.

„თვიურ ჭრილში ყველაზე მეტად კარაქის ფასი გაიზარდა, რომელსაც თითქმის თანაბარი პროცენტული ცვლილებით მოყვება ყველისა და რძის ფასების ზრდაც. როგორც წესი, წელიწადის ამ პერიოდში აღნიშნული პროდუქტების ფასების ზრდა გამოწვეულია იმით, რომ ადგილობრივი რძის წარმოება მცირდება და მისი ჩანაცვლება იმპორტირებული რძის ფხვნილით, რძით, კარაქით და სხვა რძის პროდუქტებით ხდება.

უახლოეს მომავალში, მოსალოდნელია, რომ რძის ფასი სეზონურ ტენდენციას მიყვება და დაიკლებს. აღდგომის დღესასწაულის მოახლოება, კერძოდ კი დიდმარხვის პერიოდი, რომელიც წელს 18 მარტს დაიწყება, რძისა და რძის პროდუქტების ფასების შემცირებას გამოიწვევს, რადგან მარხვის პერიოდში ამ პროდუქტებზე მოთხოვნა, როგორც წესი, დაბალია“, - აცხადებენ ISET PI-ში. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები