დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხის კოტეჯებსა და სახლებზე მოთხოვნა რეკორდულად იზრდება - kotejebi.ge

ხის კოტეჯებსა და სახლებზე მოთხოვნა რეკორდულად იზრდება - kotejebi.ge

2023-04-26 16:45:05

საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ხის სახლები ტრენდული გახდა და მოთხოვნა უკვე რეკორდულად მაღალია.

როგორც kotejebi.ge-ს მთავარი არქიტექტორი გიორგი მგელაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, მოთხოვნას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, ხის ფაქტურა, ვინაიდან ჩვეულებრივ ბეტონის სახლთან შედარებით ხის სახლი ბევრად მეტი დადებითი თვისებით ხასიათდება და ეკოლოგიურადაც უსაფრთხოა.

„საქართველოში ხის კოტეჯებზე მოთხოვნა და ინტერესი გაზრდილია. განსაკუთრებით ახლა, როცა საგაზაფხულო სეზონია და მეტი მომხმარებელია ბაზარზე შემოსული.

ფასები კურსიდან გამომდინარე, დასტაბილურდა და საკმაოდ მისაღებ ფასში ვაშენებთ, ესეც გარკვეულ სტიმულს იძლევა.

ზოგადად ხე ბევრი დადებითი თვისებით გამოირჩევა, პირველ რიგში, ნატურალურია, ბუნებრივი მასალა. რაც შეეხება მდგრადობას, კონსტრუქციაზეა დამოკიდებული და ამ მხრივაც მისაღებია.

ამასთან მოკლე დროში ვაშენებთ, 1 თვეში შეკვეთას ვასრულებთ, რაც ასევე ინტერესს იწვევს. ხის კოტეჯი ვიზუალურადაც გამოირჩევა. ბუნებასთან არის შერწყმული, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დამკვეთს. რაც მთავარია, ქართული ხის სახლები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მზადდება. ვინც გვიცნობს, იცის, რომ ჩვენი კოტეჯები წყალმედეგობაზე, ხანძარმედეგობასა და ჭიამედეგობაზეც დაცულია“, - ამბობს გიორგი მგელაძე.

მთავარი არქიტექტორის თქმით, მოთხოვნა საქართველოს ყველა რეგიონიდან აქტიურია, თუმცა ლიდერობს აჭარა, რაც ტურისტული სეზონითაც არის განპირობებული.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გიორგი მგელაძის თქმით, იგეგმება სამშენებლო პროცესების უცხოურ ბაზრებზე დაწყება. კომპანიას გათვლა თურქეთისა და ევროპული ქვეყნების ბაზრებზე აქვს.

ცნობისთვის, kotejebi.ge 3 წლის წინ შეიქმნა და მის ანგარიშზეა 230-ზე მეტი დასრულებული პროექტი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები