დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხმაურის, დაძაბულობის ფონზე ძალიან რთულია, რომ პროცესი გაგრძელდეს - ჯანდაცვის მინისტრი აქონდროპლაზიის მკურნალობაზე

ხმაურის, დაძაბულობის ფონზე ძალიან რთულია, რომ პროცესი გაგრძელდეს - ჯანდაცვის მინისტრი აქონდროპლაზიის მკურნალობაზე

2023-05-01 16:18:52

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა  მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ უწყება მზადაა, ქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებს დიაგნოსტიკა თუ მკურნალობა დავუფინანსოს.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, რადგანაც არსებობს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და „ვოზორიტიდთან“ მიმართებაში კითხვები, „ამიტომ საბჭო მსჯელობს, რომ შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება“. 

მისივე თქმით, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი საკითხის მოგვარებას „არ წაადგება“ და მშობლებს კონსტრუქციულ ფორმატში მუშაობისკენ მოუწოდა.

„ჩვენ არასდროს არავისთვის უარი არ გვითქვამს აღნიშნული იშვიათი დაავადების მკურნალობასთან დაკავშირებით. ასევე, ის საკითხი, რომ ბიუჯეტთან მიმართებით არის პრობლემა, არასდროს დაფიქსირებულა და კიდევ ერთხელ ამას ვადასტურებ. ჩვენ, ჩვენი სამინისტრო არც ერთი დღე არ შეჩერებულა ამ მიმართულებით და რამდენიმე მხარესთან აქვს მუდმივი და უწყვეტი კომუნიკაცია.

დღეს, რაც შემიძლია დავადასტურო, არის ის რომ, ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს მცდელობა, აღნიშნული იშვიათი დაავადების გარშემო შექმნილი პრობლემები გამოვასწოროთ. ამ ხმაურის, დაძაბულობის ფონზე, მერწმუნეთ ძალიან რთულია, რომ პროცესი გაგრძელდეს. 

პროცესი არ უნდა მიმდინარეობდეს ასეთი პროტესტის ფონზე და სამინისტრო და დაინტერესებული მხარეები უნდა იყვნენ კონსტრუქციულ რეჟიმში, მაგიდასთან. აქედან გამომდინარე, მე მინდა მშობლებს ვთხოვო და კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ შეთანხმება და ყველა ის პროცესი, რაც აუცილებელია ამ იშვიათი დაავადების მკურნალობის და მეთოდების ქვეყანაში დასანერგად, გავაგრძელოთ სამინისტროში, სამუშაო მაგიდასთან, ყველა იმ ფორმატში, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ იშვიათი დაავადებას მივხედოთ და პრობლემები მოგვაგვაროთ.

თვითონაც ხედავენ, რომ ის, რაც დღეს და გასული დღეების განმავლობაში ხდება, არანაირად არ წაადგება ამ საქმეს და გაცილებით უკეთესია ჩვენთან ერთად სამუშაო ჯგუფის ფორმატში მუშაობა,“ - განაცხადა აზარაშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები