დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქუთაისში, გალაკტიონის კონცეფციით ახალი რესტორანი „გალა“ დღეს იხსნება

ქუთაისში, გალაკტიონის კონცეფციით ახალი რესტორანი „გალა“ დღეს იხსნება

2024-03-22 13:00:00

გალაკტიონის კონცეფციით შექმნილი რესტორანი „გალა“ ქუთაისში დღეს ოფიციალურად 13:00 საათზე იხსნება. 

„გალა“ არის რესტორანი ყველასთვის, თუმცა ალბათ ძირითადად ქართული აუდიტორიისთვის ვიმუშავებთ - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს რესტორნის მფლობელმა ლილე მაღლაფერიძემ განუცხადა. რესტორანი სტუმრების მიღებას დღეიდან დაიწყებს. 

„გალა“ არის ავთენტური ქართული რესტორანი, სადაც ქართული სამზარეულო სრულყოფილად იქნება წარმოდგენილი. პრიორიტეტია იმერული კერძები. 

რესტორანში გამოფენილია გალაქტიონის ნამუშევრები, ლექსები, ფრაზები  და მეუღლისთვის ოლია ოკუჯავასთვის მიწერილი წერილები. 

„გალას“ სივრცე 100 პერსონაზეა განსაზღვრული. მალე რესტორანს დაემატება ახალი სივრცე და ჯამში უკვე 120 პერსონის მიღებას შევძლებთ. მენიუ საკმაოდ მოცულობითია. წამყვანი იქნება იმერული ტრადიციული დაფები, რაც შეეხება ღვინოებს, წარმოდგენილი იქნება მცირე საოჯახო მარნები, ბიო ღვინოები რომელიც საკმაოდ კარგად იყიდება, ამიტომ ამ მიმართულებით მეწარმეებს წავახალისებთ“ - ამბობს ლილე მაღლაფერიძე.  

რესტორანში პარასკევსა და შაბათ-კვირას აჟღერდება ცოცხალი მუსიკა. 

ამ დროისთვის რესტორანში დასაქმებულია 10 ადამიანი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები