დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყანაში კარტოფილის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა - რას აჩვენებს სტატისტიკა 

ქვეყანაში კარტოფილის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა - რას აჩვენებს სტატისტიკა 

2024-03-26 13:00:00

ქვეყანაში კარტოფილის იმპორტი 81%-იან შემცირებას აჩვენებს. როგორც საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანაში 1,719.60 ტონა კარტოფილის იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 8,907.42 ტონა კარტოფილის იმპორტი დაფიქსირდა.

მიმდინარე წლის ორ თვეში ქვეყანაში იმპორტირებული კარტოფილის საერთო ღირებულება 469.32 ათასი დოლარი იყო, ხოლო 2023 წლის იანვარ-თებერვალში კი 2,559.77 ათასი დოლარის. შესაბამისად კლება 82%-ია. 

2024 წლის პირველ ორ თვეში ქვეყანაში კარტოფილის იმპორტი 6 ბაზრიდან განხორციელდა, საიდანაც ლიდერი რუსეთია. სწორედ რუსეთზე მოდის კარტოფილის იმპორტი 60%-ი.

იანვარ-თებერვლის მონაცემებით ქვეყანაში კარტოფილის იმპორტი განხორციელდა:

  • რუსეთი - 1,025.81 ტონა,
  • ბელორუსი - 497.40 ტონა,
  • სომხეთი - 155.30 ტონა,
  • ნიდერლანდები - 25.09 ტონს,
  •  ირანი - 16.00 ტონს,
  • ავსტრია - 00.00 ტონა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

3 საათის წინ

5 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები