დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა - გალტ & თაგარტი

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა - გალტ & თაგარტი

2023-07-17 11:07:16

გალტ & თაგარტის ცნობით, 10-14 ივლისის განმავლობაში ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები მნიშვნელოვანად შეიცვალა.

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 30.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +11.64% წინა კვირასთან შედარებით და +4.78% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 287 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.20 - 31.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 67 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 25.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.11% წინა კვირასთან შედარებით და +0.60% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 87 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 23.60 - 25.25 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 24 ათასი აქცია შეადგინა. 

საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 8.59 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.26% წინა კვირასთან შედარებით და +5.27% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 81 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 8.40 - 8.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 32 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

13 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები