დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ლუკა პოლარე“  ბაქოში პირველ ფილიალს ივლისში გახსნის

„ლუკა პოლარე“ ბაქოში პირველ ფილიალს ივლისში გახსნის

2023-05-30 14:10:46

 

კაფე-სანაყინეების ქსელი ,,ლუკა პოლარე" დაახლოებით თვენახევარში ბაქოში ახალ ფილიალს გახსნის, რითაც ბრენდი პირველად გადის ექსპორტზე.

როგორც კომპანიიდან Business Insider Georgia-ს აცნობეს, მიმდინარე წელი ,,ლუკა პოლარეს“ საქმიანობაში განსაკუთრებით აქტიურია, გაზრდილია მოთხოვნა შიდა ბაზარზე და უკვე აზერბაიჯანში ექსპორტისთვის სერიოზულ სამზადისში არიან, რაც კომპანიისთვის ქვეყნის გარეთ პირველი ნაბიჯია.

„მიმდინარე სეზონი საკმაოდ აქტიურად დავიწყეთ. მომხმარებელთა ნაკადი ინტენსიურად მატულობს, მათ შორის ტურისტულ ადგილებში, სადაც უცხოელი დამსვენებლების მხრიდან მოთხოვნა იზრდება. წელს 2 ახალი ფილიალი გავხსენით და უკვე ივლისში ქვეყნის გარეთ „ლუკა პოლარეს“ ფილიალი გაიხსნება.

ეს არის ამ სეზონის მთავარი ამბავი. პირველი ქვეყანა აზერბაიჯანია, სადაც ექსპორტი დავგეგმეთ. დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი აზერბაიჯანში ჩვენი პროექტის შესახებ“, - ამბობს ანი ციცქიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი.

გარდა ამისა, ,,ლუკა პოლარე“ 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით გარკვეულ აქტივობებს გეგმავს როგორც შიდა გუნდისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის წამახალისებელი აქციებისა და სიურპრიზების სახით.

ცნობისთვის, „ლუკა პოლარე“ კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 80-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 15 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 5 ქალაქშია წარმოდგენილი: თბილისში 16 ფილიალით, ბათუმში - 5 , ქობულეთში - 1, ქუთაისში 1 და რუსთავში 1 ფილიალით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები