დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ლუკა პოლარემ“ ყველა ტიპის პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე უარი თქვა - თეა თაბაგარი

„ლუკა პოლარემ“ ყველა ტიპის პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე უარი თქვა - თეა თაბაგარი

2024-01-24 18:00:00

ლუკა პოლარემ ყველა სახის პოლიეთილენის პარკი სრულად ამოიღო ხმარებიდან და ჩაანაცვლა მრავალჯერადი გამოყენების ჩანთებით. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიაში განუცხადეს. 

სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ „ლუკა პოლარეს“ ნებისმიერ ფილიალში შეიძინონ სხვადასხვა ზომის მრავალჯერადი ეკო მეგობრული ჩანთები.

„ვფიქრობ, თანამედროვე სამყაროში თითოეული ჩვენგანის და კომპანიის ვალია, ეკო მეგობრული გადაწყვეტილებები მივიღოთ. ლუკა პოლარე აგრძელებს ეკო მეგობრულ სისტემაზე და პროცესებზე გადასვლას და მიზნად ისახავს, ეტაპობრივად განახორციელოს უფრო მეტი ცვლილება გარემოს დაცვის მიმართულებით. ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი კომპანია, ყოველი შემდეგ ნაბიჯს ვგეგმავთ და ვანხორციელებთ ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანის მომტანი იყოს გარემოსთვის.

ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, უარი ვუთხრათ პოლიეთილენის პარკებს, მათ შორის ბიოდეგრადირებადს, რომელიც სრულად ამოვიღეთ ქსელიდან და ჩავუშვით მრავალჯერადი სხვადასხვა ზომის ეკო ჩანთები.

ჩვენი სტუმრები დადებითად შეხვდნენ ამ ამბავს, რაშიც დარწმუნებულები ვიყავით. იმედი გვაქვს, ამ მიმართულებით სხვა კარგი სიახლეებიც გვექნება.“- ამბობს „ლუკა პოლარეს“ დირექტრი თეა თაბაგარი. 

ლუკა პოლარე კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 80-ზე მეტი სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 15 წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 5 ქალაქში 23 ფილიალით, აზერბაიჯანში 1 ფილიალით არის წარმოდგენილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები