დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მაისში ხორბლის ფასი თვიურად 9.1%-ით შემცირდა - Galt&Taggart

მაისში ხორბლის ფასი თვიურად 9.1%-ით შემცირდა - Galt&Taggart

2023-06-02 15:00:43

Galt&Taggart-ის კვლევის თანახმად, 2023 წლის მაისში ხორბლის ფასი თვიურად 9.1%-ით შემცირდა. 

 ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო ბანკის თანახმად, უკრაინაში ომის შემდგომი შეფერხებების თავიდან აცილების და ხორბლის ძირითადი მწარმოებელი ქვეყნების კარგი მოსავლის მოლოდინების გათვალისწინებით, 2023 წელს ხორბლის (U.S., HRW) საშუალოწლიური ფასი $355.0-ს (-17.4% წ/წ), ხოლო 2024 წელს $335.0-ს (-5.6% წ/წ) გაუტოლდება.

რაც შეეხება საქართველოში არებულ ვითარებას, 2023 წლის ოთხ თვეში, საქართველოში $14 მილიონის ღირებულების  ხორბალი იმპორტირდა. 

რამდენი მილიონი აშშ დოლარი გავიდა ქვეყნიდან 2017-2022 წლებში ხორბლის იმპორტისთვის: 

2017 - $98 მლნ; 

2018 - $115 მლნ; 

2019 - $ 109 მლნ; 

2020 - $108 მლნ; 

2021 - $93 მლნ; 

2022 - $65 მლნ; 

2017-2022 წლებში საქართველოდან ხორბლის იმპორტისთვის $588 მილიონი გავიდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

19 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები