დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მარტში თბილისში ახალაშენებული ბინების გასაყიდი ფასი გარეუბნებში 9%-ით გაძვირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში 1%-ით გაიაფდა

მარტში თბილისში ახალაშენებული ბინების გასაყიდი ფასი გარეუბნებში 9%-ით გაძვირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში 1%-ით გაიაფდა

2024-04-16 18:00:00

2024 წლის მარტში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 4%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის მარტთან შედარებით მაჩვენებელი 25%-ით არის შემცირებული.

Colliers Georgia-ს ინფორმაციით, მარტში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 7%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 4% და 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

მარტში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 9%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 7% და 1%-იანი კლება დაფიქსირდა.

საანგარიშო პერიოდში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,127 ერთეული შეადგინა და წინა წლის მარტთან შედარებით 11%-იანი შემცირება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 7%-ით, 199 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები