დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა შემცირდა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა შემცირდა

2024-01-05 15:00:00

ნოემბერში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა შემცირდა. წლიურ ჭრილში შემცირება 15%-იანია, ხოლო თვიურ ჭრილში 19%-იანი.

სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა 86 ერთეულს შეადგენდა, მაშინ როდესაც 2022 წლის ნოემბერში აღნიშნული მაჩვენებელი 101 ერთეული პრეტენზია იყო, ხოლო 2023 წლის ოქტომბერში 106 ერთეული პრეტენზია.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიებში პროდუქტების მიხედვით სამომხმარებლო სესხის მიმართულებით დაფიქსირებული პრეტენზიებია.

  • სამომხმარებლო სესხი - 63
  • მომენტალური განვადება - 7
  • სალომბარდე სესხები - 2
  • ბიზნეს სესხი - 1
  • ავტო სესხი - 1
  • სხვა - 12

ჯამი: 86

რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიის ხასიათის სტატისტიკას, აქ ლიდერობას ჯარიმები და ვადაგადაცილების საკომისიოები იკავებს.

პრეტენზიის ხასიათის მიხედვით

  • ჯარიმები და ვადაგადაცილების საკომისიოები - 51
  • ადმინისტრაცია/მომსახურება - 24
  • სხვა გადასახდელები - 7
  • სხვა  - 4

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

11 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები