დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მოთხოვნამ გადააჭარბა მოლოდინებს, შესაძლოა, ბათუმში სხვა ბრენდებიც შევიყვანოთ - რითეილ გრუპ ჯორჯია

მოთხოვნამ გადააჭარბა მოლოდინებს, შესაძლოა, ბათუმში სხვა ბრენდებიც შევიყვანოთ - რითეილ გრუპ ჯორჯია

2024-03-21 19:00:00

მოთხოვნამ გადააჭარბა მოლოდინებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ უახლოეს მომავალში ბათუმში სხვა ბრენდებიც შევიყვანოთ უახლოეს მომავალში, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს რითეილ გრუპ ჯორჯიას დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განუცხადა. 

„ბათუმში ოქტომბერში გავხსენით 10 მაღაზია. დეკემბერი, იანვარი, თებერვალი ცუდი თვეებია შესადარებლად, ფასდაკლების სეზონია და არა სრული სეზონი, როგორიცაა გაზაფხული-ზაფხული ან ზაფხული-შემოდგომა, ამიტომ რთულია შედეგები შეაფასო.

რაც შეეხება გაყიდვების მაჩვენებელს, ოქტომბრიდან დღემდე, ბათუმში ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, რამაც მოლოდინს მცირედით გადააჭარბა. თუმცა ასეთი მოლოდინიც გვქონდა, რადგან ბათუმში არ არსებობდა თანამედროვე რითეილ ინფრასტრუქტურა, არ იყვნენ წარმოდგენილი ბრენდები. კვლევებიც გვაჩვენებდა, რომ ჩვენი ონლაინ გაყიდვების წილი ბათუმში საკმაოდ მზარდი იყო, რაც იმას მიანიშნებდა, რომ  იყო დიდი მოთხოვნა.

შემიძლია კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ მოთხოვნამ გადააჭარბა მოლოდინებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ უახლოეს მომავალში ბათუმში სხვა ბრენდებიც შევიყვანოთ“, - განაცხადა  რეზო მაღალაშვილმა.

რითეილ გრუპ ჯორჯია საქართველოს ბაზარზე  68 მაღაზიითაა წარმოდგენილი, 58 მაღაზია თბილისშია და 10 ბათუმში. ბიზნესჯგუფი 20 ბრენდს, მათ შორის ZARA-ს, MASSIMO DUTTI-ს, MANGO-ს  წარმოადგენს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები