დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს შეხვდა

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს შეხვდა

2023-04-18 17:31:00

იტალიური გამოცემა Areanapoli წერს, რომ სააფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“ მატჩის წინა დღეს ხვიჩა კვარაცხელიას აგენტთან, მამუკა ჯუღელთან ერთად ისადილა. 

„თითქმის წამიერად, კვარაცხელია „ნაპოლის“ გამორჩეული მოთამაშე გახდა. სეზონის წინ არავის სჯეროდა მისი თვისებების. სკეპტიკოსები ყოველგვარი ლოგიკის გარეშე საუბრობდნენ, აკრიტიკებდნენ „ნაპოლის“ მენეჯმენტს, რომელიც რამდენიმე წელია, შესანიშნავად და წინდახედულად მუშაობს.

ხვიჩამ აჩვენა, რომ არ აქვს მნიშვნელობა იტალიის ჩემპიონატზე დაბალი ლიგაში თუ თამაშობდი, მთავარი კლასია, ქართველს კი მაღალი კლასი აქვს. „ნაპოლიში“ გატარებულ ხანმოკლე პერიოდში ხვიჩამ კლუბი დააახლოვა ოცნებას, მოიპოვოს იტალიის ჩემპიონობა, რომელზეც ნეაპოლში 33 წელია, ოცნებობენ.

ახლა კი აურელიო დე ლაურენტისს მისი გუნდში დატოვება სურს. „ნაპოლი“-„მილანის“ მატჩის წინა დღეს ნეაპოლელთა პრეზიდენტმა ქართველის აგენტთან, მამუკა ჯუღელთან ერთად ისადილა. რა თქმა უნდა, კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხიც განიხილეს. თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალ სეზონში ხვიჩა „ნაპოლიში“ ითამაშებს“, – წერს Areanapoli  ჯუღელისა და დე ლაურენტისის ფოტოს აქვეყნებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები