დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ნუტრიმაქსი“ მალე ბაზარს Competento-ს ბრენდით, ძაღლებისა და კატების პრემიუმ ხარისხის საკვებს შესთავაზებს

„ნუტრიმაქსი“ მალე ბაზარს Competento-ს ბრენდით, ძაღლებისა და კატების პრემიუმ ხარისხის საკვებს შესთავაზებს

2024-02-07 15:00:00

„ნუტრიმაქსი“ უახლოეს თვეებში ბაზარს Competento-ს ბრენდით, კომპანიონი ცხოველების( ძაღლები, კატები) პრემიუმ ხარისხის საკვებს შესთავაზებს.

Business Insider ისთვის ნაცნობი გახდა რომ მალე  ბაზარზე ხელმისაწვდომი გახდება  ნუტრიმაქსის მიერ საქართველოში წარმოებული პრემიუმ ხარისხის ძაღლებისა და კატების მშრალი საკვები.

„ამ ბრენდზე ერთ წელზე მეტია რაც ვმუშაობთ. Competento მომხმარებელს კომპანიონი ცხოველების სწორ მოვლასა და კვებაში დაეხმარება და მათ კომპეტენტურ მშობლობას გაუმარტივებს. რაც შეეხება პროდუქტს, მიმდინარეობს საკვების ხარისხობრივი შემოწმება და ქართულ ბაზარზე უახლოეს თვეებში გამოჩნდება“, - ამბობს გიორგი გვასალია (მიმართულების ხელმძღვანელი).

Competento  საქართველოს გარდა საექსპორტო ბაზრებზეც გამოჩნდება და მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს შესთავაზებს.

„საქართველოში გამოჩენისთანავე Competento რამდენიმე სხვა ქვეყნის ბაზარზეც იქნება ხელმისაწვდომი და მომხმარებელს სხვადასხვა ზომისა და ასაკობრივი კატეგორიის კატებისა და ძაღლებისთვის შესთავაზებს პროდუქტებს“, - ამბობს გიორგი გვასალია

ამჟამად  მომხმარებლისთვის  ნუტრიმაქსის მიერ წარმოებული ძაღლებისა და კატების საკვების სამი ბრენდია ხელმისაწვდომი: Winny, Simpo და Skippy.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

11 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები