დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ONEX-ის მომხმარებლები მთელი საქართველოს მასშტაბით ონლაინ შეკვეთებს Delivo-ს სერვის ცენტრებიდან უფასოდ გაიტანენ

ONEX-ის მომხმარებლები მთელი საქართველოს მასშტაბით ონლაინ შეკვეთებს Delivo-ს სერვის ცენტრებიდან უფასოდ გაიტანენ

2024-04-15 17:00:00

საერთაშორისო გადამზიდი კომპანია ONEX და საფოსტო-საკურიერო კომპანია Delivo ახალი პროექტის ფარგლებში თანამშრომლობას იწყებენ.

პარტნიორობის ფარგლებში ONEX-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მთელი საქართველოს მასშტაბით ონლაინ შეკვეთები Delivo-ს სერვის ცენტრებიდან სრულიად უფასოდ გაიტანონ.

ONEX-ის მომხმარებლისთვის სერვისის შეკვეთა ძალიან მარტივია. მომხმარებელი ირჩევს Delivo-ს სასურველ/უახლოესს სერვის ცენტრს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, მთავარი ქალაქებისა და მაღალმთიანი რეგიონების ჩათვლით, შეკვეთის მიღებას კი უმოკლეს დროში შერჩეული ფილიალიდან სრულიად უფასოდ შეძლებს.
ამანათების მიწოდების 5 მიმართულების გარდა (აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი და ჩინეთი), საერთაშორისო გადამზიდი კომპანია ONEX არის ყველაზე მზარდი ელ-კომერციის პლატფორმის TEMU და IHERB-ის პირდაპირი მიწოდების ოფიციალური კომპანია საქართველოში. შესაბამისად Onex-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეუკვეთონ Temu-დან და IHerb-დან და პროდუქცია მიიღონ პირდაპირ საქართველოში.
საფოსტო-საკურიერო კომპანია Delivo-ს წარმოდგენილია 30 სერვის ცენტრით საქართველოს ყველა რეგიონში და კვლავ იზრდება. Delivo-ს მიერ დამატებული ყოველი ახალი ფილიალი ONEX-ს საშუალებას აძლევს უფრო ახლოს იყოს მომხმარებლებთან.

კომპანიებს შორის მემორანდუმი 12 აპრილს გაფორმდა და  მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ გაცემის პუნქტების სრული სიის ნახვა Onex-ის ვებგვერდზე (Onex.ge).

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან საფუძველი ეყრება კიდევ ერთ ახალ და ინოვაციურ პროექტს საერთაშორისო კომპანია ONEX-სა და საფოსტო საკურიერო კომპანია Delivo-ს შორის.

ჩვენი, როგორც საერთაშორისო გადამზიდი კომპანიის 3 ძირითადი უპირატესობაა ინოვაციურობა, სისწრაფე და სმარტ გადაწყვეტილებები, რისი მეშვეობითაც ONEX უკვე არაერთი წელია წარმატებით ოპერირებს მსოფლიო ბაზარზე. საერთო ხედვებისა და პრინციპებიდან გამომდინარე, Delivo-სთან პარტნიორული თანამშრომლობის შედეგად,   მომხმარებლებს საქართველოში ვთავაზობთ უსწრაფესს და ხარისხიან მიწოდების სერვისს.

ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს მომხმარებლებთან ახლოს ყოფნა, როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს ყველა რეგიონში. შესაბამისად დღეს, Delivo-სთან ერთად ვაფორმებთ პარტნიორობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც, გვინდა რომ ჩვენს ყველა მომხმარებელს, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, დიდი ქალაქებსა და მაღალმთიან რეგიონებში, მივცეთ შესაძლებლობა, ამანათი მიიღონ Delivo-ს სერვის ცენტრებიდან სრულიად უფასოდ!

ამჟამად Delivo წარმოდგენილია საქართველოს ყველა რეგიონში 30 სერვის ცენტრით. სერვისით სარგებლობისთვის, ONEX-ის მომხმარებელმა უნდა აირჩიოს მისთვის ხელსაყრელი და ყველაზე ახლო ფილიალი, შეკვეთას კი ყველაზე სწრაფად, რამდენიმე დღეში, სრულიად უფასოდ გაიტანს სასურველი პუნქტიდან!
ჩვენ გავაუმჯობესეთ თქვენი შოპინგის გამოცდილება, რაც გაგიადვილებთ მიიღოთ ის, რაც გჭირდებათ და როცა გჭირდებათ. ყველაზე სწრაფად და თან სრულიად უფასოდ“, - განაცხადა ONEX-ის საოპერაციო დირექტორმა მარიამ ბექაურმა.

„სიმბოლურია, რომ  Delivo-მ და ONEX-მა ქართულ ბაზარზე ოპერირება, ზუსტად 1 წლის წინ, ფაქტობრივად ერთდროულად დაიწყეს და ჩვენს კომპანიებს შორის პირველივე დღიდან წარმატებული თანამშრომლობა შედგა. 

როგორც Delivo ასევე ONEX-იც გამოირჩევა ინოვაციური ხედვითა და მიდგომებით, მომხმარებელზე ორიენტირებულობითა და სისწრაფით.  სწორედ ამ ფაქტორებმა შეუწყო ხელი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას. 

დღეს, ჩვენს კომპანიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ONEX-ის მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ, Delivo-ს სერვის ცენტრებიდან, მათთვის ხელსაყრელ დროს და სასურველ მისამართზე, სრულიად უფასოდ და შეუფერხებლად გაიტანონ ან მიიღონ გზავნილი. 

Delivo საფოსტო-საკურიერო კომპანიაა, რომელშიც 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და დღესდღეობით 300-ზე მეტ კომპანიას ემსახურება. 

ამ ეტაპზე Delivo-ს 30 სერვის ცენტრი აქვს მთელი საქართველოს მასშტაბით, 16 რეგიონში. ჩვენი თანამშრომლებისა და სერვის ცენტრების რაოდენობა, ასევე დაფარვის ზონა ყოველკვირეულად იზრდება“, - აღნიშნა DELIVO-ს  
აღმასრულებელმა დირექტორმა ლალი სვიმონიამ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები