დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პაციენტების 30% უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან - ,,ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკა“

პაციენტების 30% უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან - ,,ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკა“

2023-07-24 15:00:53

 

ციფრული ტექნოლოგიებით ცნობილი ინოვაციური ,,ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გაფართოებას და ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს. კლინიკაში აცხადებენ, რომ სერვისებზე მუდმივად მზარდი მოთხოვნაა, რის გამოც ახალი ობიექტის გახსნა გადაწყვიტეს.

როგორც კლინიკის წარმომადგენელი Business Insider Georgia- თან აღნიშნავს, პაციენტების 30% უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან, რომლებიც საქართველოში სამედიცინო ტურიზმით ჩამოდიან და მაღალი ხარისხის სტომატოლოგიურ მომსახურებას სწორედ კახაბერ ხარებავას კლინიკაში იღებენ.

კლინიკა ქართულ ბაზარზე მეხუთე წელია, ფუნქციონირებს, ქმნის თავდაჯერებულ ღიმილს და უწყვეტად ზრუნავს, რომ მომხმარებელს მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება შესთავაზოს. ციფრული სტომატოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში კლინიკის თანადამფუძნებელი და კლინიკური ხელმძღვანელი კახაბერ ხარებავაა.

„ვმუშაობთ სრულად ციფრული აპარატურით - 3 D პრინტერი, 3 D კომპიუტერული ტომოგრაფია, ინტრაორალური სკანირება და პაციენტის ფოტოსურათის კოლაბორაცია სპეციალურ პროგრამაში საშუალებას გვაძლევს პაციენტს წინასწარ ვაჩვენოთ შესაძლო შედეგების რამდენიმე ვარიანტი, რაც საუკეთესო შედეგის გარანტია. მომხმარებელს ერთ სივრცეში სხვადასხვა სტომატოლოგიური მიმართულების მომსახურებას ვთავაზობთ, როგორიცაა თერაპია, ქირურგია, ორთოპედია, ორთოდონტია, პაროდონტოლოგია, იმპლანტოლოგია, გნათოლოგია, ბავშვთა სტომატოლოგია და 3D კომპიუტერული ტომოგრაფია. პაციენტების რაოდენობა, წლიდან-წლამდე იზრდება, შესაბამისად მოთხოვნაც მზარდია, რაც შეეხება უცხოელ მოქალაქეებს, დღეს ჩვენთან მათი წილი დაახლოებით 30%-ია, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია და ეს ჩვენი სამედიცინო ტურიზმზე აქტიური მუშაობის და მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზების დამსახურებაა“, - აცხადებენ კლინიკაში.

რაც შეეხება სამომავლო გეგმას, გარდა იმისა, რომ ახლო მომავალში ახალი ფილიალი დაემატება, კახა ხარებავას კლინიკა იწყებს რესტავრაციებს უახლესი მასალით Enamik, რომელიც საღეჭი კბილების ვინირების საშუალებას იძლევა. ასევე დაგეგმილია ბრენდის პოზიციის გაძლიერება, რის ფარგლებშიც ერთი საწარმოს ქვეშ მომსახურებების სია გაიზრდება.

,,ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკა“ Dentsply Sirona-ს პარტნიორობით გახსნილი კლინიკაა, რომელსაც კავკასიის რეგიონში გერმანული წარმომადგენლობითი კლინიკის სტატუსი აქვს მინიჭებული. ქართულ ბაზარზე იგი 2019 წელს დაფუძნდა. ამ დროისთვის კლინიკაში 80 ადამიანია დასაქმებული.

კლინიკა და ლაბორატორია სრულად აღჭურვილია Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე სამედიცინო და სტომატოლოგიური სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები