დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პირველ კვარტალში ფოთის პორტში ტვირთის დამუშავების მაჩვენებელი გაზრდილია - APM Terminals Poti

პირველ კვარტალში ფოთის პორტში ტვირთის დამუშავების მაჩვენებელი გაზრდილია - APM Terminals Poti

2024-04-02 16:03:00

2024 წლის პირველ კვარტალში ფოთის პორტში ტვირთის დამუშავების მაჩვენებელი, 2023 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, გაზრდილია.

APM Terminals Poti-ს მონაცემებით, მათ მიერ 2024 წლის 1-ელ კვარტალში 126 512 TEU კონტეინერი დამუშავდა,  2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 124 274.  

საანგარიშო პერიოდში, 2024 წლის პირველ სამ თვეში დამუშავდა 20 151 ავტომობილი, ხოლო 2023-ში 18 509. 
ამავდროულად გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც.  „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“  წლის დასაწყისიდან დღემდე 74 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2023 წლის იგივე პერიოდში - 71.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში ფოთის პორტმა მიიღო ყველაზე დიდი საკონტეინერო გემი რაც აქამდე მიუღია და ამავდროულად, დაამუშავა რეკორდული მოცულობის 3523 TEU - 2138 კონტეინერი ერთ გემზე, რომლის საერთო წონაც 36000 ტონაზე მეტი იყო.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები