დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პირველ კვარტალში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 28%-იან, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 34%-იან ზრდას აჩვენებს

პირველ კვარტალში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 28%-იან, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 34%-იან ზრდას აჩვენებს

2024-04-15 12:14:00

2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 28%-იან ზრდას, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში - 34%-იან ზრდას აჩვენებს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, მიმდინარე წლის სამ თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 913 937 მგზავრს, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 713 501 მგზავრს მოემსახურა.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის სტატისტიკას, 2024 წლის იანვარ-მარტში აეროპორტმა 103 194 მგზავრი მიიღო, ხოლო 2023 წლის იანვარ-მარტში 77 077 მგზავრი გაატარა.

მარტის თვის სტატისტიკით კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 27%-ითაა გაზრდილი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი კი მგზავრთნაკადის 41%-იანი მატებაა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები