დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Porsche-მ ახალი რეკორდი დაამყარა

Porsche-მ ახალი რეკორდი დაამყარა

2024-01-05 21:19:00

გერმანული კომპანია Porsche მცირე პაუზის შემდეგ Nurburgring-ზე დაბრუნდა და  ელექტრო Porsche Taycan-ით ახალი რეკორდი დაამყარა. მხოლოდ ეს არ არის ჩვეულებრივი Taycan. საუბარია ახალ ტოპ მოდიფიკაციაზე, იუწყება The King Drive.

ინტერნეტ რესურსი არ გამორიცხავს, რომ რბოლა მიმდინარეობდა Turbo GT-ის სამ ძრავიან ვერსიაზე, რომელიც წელს იქნება წარმოდგენილი.

Porsche-მ დაამყრა ახალი პერსონალური რეკორდი Nordschleife-ზე, დაასრულა ის 7 წუთსა და 7,55 წამში. ეს ნიშნავს, რომ Porsche Taycan-ის ახალმა ვერსიამ Nurburgring-ზე Tesla Model S Plaid-ს 28 წამით აჯობა. და მაშინაც კი, თუ აიღებთ Tesla Model S Plaid-ს სპეციალიზებული Track Package-ით, რომელიც განკუთვნილია ასეთი ღონისძიებებისთვის, განსხვავება 18 წამია.

The King Drive-ის თანახმად, ახალმა Taycan-მა მხოლოდ 2 წამი დაკარგა Rimac Nevera-სთან, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად განსხვავებული მანქანები არიან, სხვადასხვა დონის სიმძლავრით. თუმცა, Porsche-მ გაუძლო კიდეც ასეთ კონკურენტს, მიუხედავად იმისა, რომ Rimac Nevera ელექტრო სუპერმანქანების და ჰიპერკარების კლასში გადის, ხოლო Taycan-მა დაამყარა თავისი რეკორდი ელექტრო მასობრივი წარმოების მანქანების კატეგორიაში.

გერმანელები ახალი პროდუქტის ტექნიკურ მახასიათებლებს არ გაამჟღავნებენ.King Drive ვარაუდობს, რომ სამძრავიანი ავტომობილის სიმძლავრე დაახლოებით ათასი ძალა იქნება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები